ვზივარ ზღვის სუნით გაჟღენთილი ოთახის ერთ-ერთ სავარძელზე…
ფანჯრის მინებზე მწვანე კაქტუსები ახატია იისფერი ეკლებით…

შიშველი ფეხები იატაკს შევახე და გრილი წყლის ნოტიო მელანქოლია ვიგრძენი. ცხვირწინ „ლონდონურმა“ ეტლმა ჩამიქროლა…

იქვე მდგარ აგურის კედელს შევეხე და გაყინული ატმის სურნელი ვიგრძენი…
ჩემივე სხეულს ზევიდან გადმოვხედე და ფრაკი შევისწორე…

დარბაზი მწვანე კაპებით იყო სავსე…
მათ ფორთოხლისფერი სათვალეები ეკეთათ და სასქესო ორგანოები ბისერებით მორთული მარლით ჰქონდათ დაფარული…

ქოჩორი მწვანე სავარცხლით გადავივარცხნე და წვეულებას შევუერთდი…
ძუ კაპა მომიახლოვდა და ჯინტონიკი შემომთავაზა…

ცოტა „შევთვერი“ და მინდა გული გადაგიშალოთ ორფეხა არსებებო. ზოგადად ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ქორწილებზე, პანაშვიდებზე და გასვენებებზე, ანუ ვერ ვიტან წვეულებებს.

…ხოდა წვეულებით განაწყენებული დავწექი გაყინული ატმის იატაკზე და გაფითრებული სახე დავადე…

ალბათ მოგეხსენებათ, რომ საყვარელი სიმღერები ემოციებათ მაქვს დაყოფილი.

ჩემმა ყურებმა იგრძნეს გაყინული ატმის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ძველებური რადიოლას ხმა და ტკბებოდნენ ბითლზის “ Let it be“-ით…

თვალწინ წარმომიდგა სკანდინავიის ქვეყნები: ნორვეგია, შვედეთი, დანია, ისლანდია და ფინეთი…
მემგონი მათი ტრადიციების სუნიც კი ვიგრძენი…

ჩემს გარშემო გაყინულ იატაკზე რვაფეხები ციგურებით სრიალებდნენ…

უცებ ფრიდრიხ ნიცშეს სულმა დამლანდა და მითხრა: „Ich wünsche ihnen einen glücklichen Sommer“ (ბედნიერ ზაფხულს გისურვებ-ო).

Advertisements