ეხლა ვზივარ მომძინარე თვალებით ….

ვახელ მარცხენა თვალს და ვხდედავ უსასრულოდ დიდ ოთახს, სადაც მხოლოდ მარმარილოს სვეტები და მრავალი ჩაიდანი ჩურჩულებს…..

მინდა ბუხარს მივუახლოვდე, მაგრამ გზა გრძელდება, თითქოს ერთ ადგილზე ვდაგავრ და სული მეხუთება…….

ეხლა აივანზე გადავინაცვლე…..
ნარინჯისფერი ლენტები თვალს მიჭრის, მაგრამ წითელი ჩანთა და თეთრი თოლიები გულს მითბობენ……

მორკალებული მთვარე თვალებს მიპაჭუნებს და მანიშნებს, რომ დროა მარგალიტასავით ლამაზ ალქაჯებს გავყვე მასკარადზე……

მივბაძე კოროვიევს და კუბოკრული პიჯაკი ჩავიცვი, ხოლო შარვალი წითელი მარკერით მოვხატე….

უცებ გამახსენდა რომ სიმაღლის მეშინია…..
მარგალიტას წყლიანი თვალებით შევხედე, ბოდიში მოვუხადე და ჩემი სახლში დარჩენის ამბავი ვუთხარი…..

მარგალითამ ალუბლებით მორთული ბილიკით წასვლა შემომთავაზა………

ბილიკზე ჭრელი თუთიყუშები დასეირნობდნენ….

გილიოტინა იქვე შუა მოედანზე ატუზულიყო და საწყალი თვალებით კბეჩდა ბერლიოზის თავს…..

გული დამიმძიმდა, მივხვდი რომ ჰატშეფსუტი მიახლოვდებოდა…..

უცებ გამახსენდა ხე ჩუმ სიკვდილთან…..
მივუახლოვდი მას და ვიგრძენი, რომ ატმისფერმა სითბომ დამიარა ……

გავედი დადაისტთა სასაფლაოზე და სალვადორ დალის ფუნჯით მოხატული სატურნი მოვინახულე…

Advertisements