წითელი ლამპებით განათებულ ქუჩას მივუყვებოდი და ჭიდან ლიმონიანი ჩაის სურნელი მომესმა…

თვალებზე სათვალე შევისწორე, ჯიბიდან ფუნჯი ამოვიღე და ჭაში ჩასასვლელი კიბე დავხატე…

ჩავედი ჭაში, მაგრამ  ვერცხლისფერ ბურუსში მხოლოდ ყვითელი სავარძელი დავინახე…

მივედი სავარძელთან და სიურეალიზმის სუნი მეცა…

სალვადორ დალის ულვაშები წარმომიდგა თვალწინ, რომელიც ვერტიკალური მასტიციზმითაა გაჟღენთილი…

უცებ იმპერიალისტური არითმული ცხოვრების გრაფიკიც თვალწინ წარმომიდგა…

მაგრამ არ გამკვირვებია…
მე ხომ კლოუნი ტოროლა ვარ ნარინჯისფერი ლენტებით მორთული აივნის კიდიდან…

ბოლოს გადავწყვიტე მთვარეზე მომღერალ ბაყაყებთან წავსულიყავი…

ცისარტყელის ბილიკი არსად დამხვდა, ამიტომ გილიოტინის გზით წავედი…
როცა ბერლიოზის მოედანს მივუახლოვდი მატარებლის გუგუნს მოვკარი ყური…
გილიოტინაც იქვე კუთხეში იდგა და ნაზად იყურებოდა. ჩუმი სიკვდილიც მასთან ახლო იყო ლამაზი ღიმილით….

ცაში შრიალი მომესმა, ავიხედე და ცეცხლისფერი დრაკონი დავინახე, რომელიც მიღიმოდა და ენას მიყოფდა …..

Advertisements