თეთრი ხალათი ლამაზი ღიმილით,
მწვანე კედები იის სურნელით,
წითელი თასმები ხის მელოდრამით,
ცხოვრება შენია, აკორდიც შენია,
იისფერ წვიმაში გიტარაც შენია…

გული დროსთან მიდის,
დრო კი ნელია,
ჩამოკარ სიმებზე, გულიც შენია…
სივრცე კი ჩემია შავი ნაწნავებით.

წითელი როიალი თეთრი კლავიშებით,
შავი მანტია მწვანე კედებით,
ეს უდაბნოა ცვილის ქვიშებით,
გიტარით ხელში და ჰანგებით ფეხში.

Advertisements