კარი გაიღო…
თოჯინები კივიან…
ოთახში შევედი და ზეწრიდან გამოყოფილი ფეხი დავინახე…
ჭაღზე თოკით ჟირაფივით ყელწაგრძელებული ძუ თოჯინა ეკიდა…
გაღებული ფანჯრიდან დამწვარი ორცხობილების სუნი შემოდიოდა…
კაქტუსები ნახშიროჟანს მაფრქვევდნენ…
რატომ ვხოცავდი მათ წყურვილით?
არადა მშია…

ვახელ თვალებს და ვხედავ, რომ ლიმნის პლანტაციაში ვარ…
ვიცი, რომ ფსიქოლოგიურია…
ჩემსსა და იდიოტს შორის ის განსხვავებაა, რომ მე გიჟი ვარ…
უსათვალო გიჟი სალათისფერი სათვალით…
არა.. არა… თვითკმაყოფილება თქვენ არ გემუქრებათ…
დედამიწაზე ვთამაშობ სიტყვებით…
მაგრამ მეც ხომ ორი ფეხი მაქვს?
ვიცი მეც ჩავიცმევ გორგოლაჭებიან ფეხსაცმელს და მეც ავფრინდები ზეცაში…
რაც არ გვაბადია, მემგონი იმით უფრო ვამაყოფთ…
წავედი მოვძებნო სიმფონიური ზღაპრის წითელი წერტილი…

მოყვითალო ფურცელზე დაქცეული მელანი…
გადატეხილი კალამი…
ნახევრად დაცლილი ჩაის ჭიქა…
მოკბეჩილი ლიმონი…
იისფერი ტიტებით გავსებული ლარნაკი, რბილი ლოგინი და არეული თეთრი ზეწრები…

Advertisements