-თითქოს მოკვდა?
-ალბათ დედამიწისეულ ფილოსოფიას უღალატა!
-წვიმის წვეთემბა დასაჯეს და გაიქცა, ვიცი არ მომკვდარა!
-ალბათ ოდესმე მოიხედავს და ნარინჯისფერ კატას ისევ აიყვანს ხელში…
-მზე ისევ ანათებს, მაგრამ წვიმის წვეთები თამაშს არ წყვეტენ.. ნეტა რა ხდება?
-ხალხი დაეცა, მაგრამ მარიონეტები სად დაიკარგნენ?
-ელეკტროშოკმა პირი გააღო და ნაცრისფერ სივრცეში შთანთქა ისინი…
-ბეჰემოთი სიტყვებით თამაშობს, მაგრამ ვერ ვხვდები მის ლოგიკას …
-კრაისლერს დაეკითხე და თუ არ გიპასუხებს კოროვიევს ესტუმრე მთვარეზე…
-ნუთუ სცენარი შეცვალეს და ყველაფერი ერთმანეთში აითხაპნა?
-ალოგიკურია?!
-სიკვდილის ფურცლებზე ეწერება მათი სახელი, მაგრამ მეშინია….
-სალვადორ დალის ტილოებს ვთხოვთ დახმარებას…
-მხოლოდ ყვითელი ფერი აიღე სინჯათ…
-ფოსფორისფერი ავტობუსი ბუნაგთან გველოდება..
-ეხლა შენ გესმის იისფერი საათის წკრიალა ხმა და დროა გამოძვრე ბამბის საბნიდან…

Advertisements