მერე რა, რომ ვერც ზამთარს ვიტან და ვერც ზაფხულს…
ხომ არსებობს ისეთი ფსიქოლოგიური კლინიკები, სადაც მხოლოდ შემოდგომა და გაზაფხულია…
დიდი ამბავი თუ მხოლოდ გრძელმკლავება თეთრი ხალათის ტარება მომიწევს…
მერე რა, თუ ჭკუანაკლულად ჩამთვლიან…
მე მაინც მეთ დავრჩები და მეყვარება ფუმფულა კატა მური, რომელიც სარკაზმით, მოწიწებითა და გულის ფანცქალით აკრიტიკებს ადამიანთა მოდგმას.
ეს ცხოვრება ხომ ლეონარდოს ღრმააზროვანი ნახატებია…
სად წავიდა კრაისლერის ჰანგები?
ალბათ ისინიც ელექტროშოკმა შთანთქა…

რატომ აელმებენ რვაფეხები თვალებს?- აი ეს ის კითხვაა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მაწუხებდა…
ოჰჰ… ტვინის უჯრედები ანუ მზესუმზირები?,თუ ჩახუჭუჭებული იდიოტობა?
მაგრამ ისინი მეხმარებიან მოვიქავო ჩემი ხორკლიანი ენა…
წვიმის წვეთებით თამაში ყველაზე კარგი გამოსავალია „გაექცე“ მარიონეტებს…
კლოუნები ნახშიროჟანგის ბურთულებით თამაშობენ, ხოლო მეზობლის ბავშვი სასტიკად უშლის ნერვებს ჩემს კარამელის მზესუმზირებს…

Advertisements