მთვარეზე მიმიპატიჟეს პინჯან ჩაიზე ……

ღამურებიც გამომედევნენ

აგურისფერ სასახლეშიც წვიმდა და ჯეკი ჩემსავით დაბნეულიყო…

ჩაიში შაქარი ჩაეყარა…..
მაგრამ მე უტკბილო უფრო დამატკბობდა!

ისედაც მუდო ვიყავი და ეხლა ხომ საერთოდ…
ზოგადად საზოგადოება მომბეძრდა, ამიტომ გადავწყვიტე მთვარეზე წავსულიყავი…

არადა გზა არ ვიცოდი და ცისარტყელის ბილიკს გავყევი…
ვარსკვლავებიც შემხვდნენ და მირჩიეს მეტეორიტს არ გამოვლაპარაკებოდი…

გზა უსასრულოდ გაგრძელდა…
მოვიწყინე და ჯიბიდან წვიმის წვეთები ამოვიღე ….

უცებ კოსმოსმა გამიღიმა და ბილიკთა დარბაზში მუსიკა ააბობოქრა…
ვარდისფერი სიმფონიაც ჩამესმა ყურში…..

პარაშუტიანი წრუწუნებიც დავინახე, რომლებიც საშობაო ნამცხვრებს მიირთმევდნენ…

რვაფეხებიც იქვე ციგურებით სრიალებდნენ …
ყოველთვის მიკვირდა, თუ რატომ აელმებდნენ თვალებს……

იქვე მახინჯი იხვის ჭუკი სარკეში იხედებოდა და ღიღინებდა….

დავინახე კლოუნური ხეებიც, მაგრამ მისვლის შემეშინდა….

წყალზე მოლაპლაპე დუმფარებიც შევნიშნე…..
მივედი და მათ წინ დადაისტთა ნაკადულთან ჩამოვჯექი……..

ნაკადულიდან ზაზუნა ამოხტა და ყიყინი დაიწყო…
შემდეგ გამიღიმა და მაგრძნობინა უცხოპლანეტელი მთვარის ნაზი მელანქოლია…..

ამასობაში ჩემი მეგობარი მთვარეც დავინახე ცხრა მთის გადაღმა……….
მან თავისი ნაჩვრეტებიანი ხელი დამიქნია და მანიშნა მოდიო…

რამოდენიმე წამში დუმფარების საშუალებით მასთან გავჩდი მაგრამ იქ უკვე მზე დამხვდა…

Advertisements