ბურუსით სავსე გრძელი ოთახი…

ყოველ კუთხეში დაბალი მაგიდა დგას…
მაგიდებზე ქოთნით კაქტუსები აწყვია…
კედლებზე ქრონოლოგიურად დალაგებული სურათები ბურუსს ირეკლავენ…
ვერტიკალურად ჩამოკიდებულ დაფასთან შიშველი გოგონა დგას…
მისი თმები წაბლისფრად მიღიმიან…
თეთრი ხელები ნაზად მოძრაობენ…
ჭერზე ჩამომტვრეული ჭაღი ჰკიდია…
მის გარშემო ლეონარდოს ნახატებია…
ღია ფანჯარაში ნაცრისფერ საცვლებში გამოწყობილი გოგონა დგას…
ოთახის ზღურბლზე მდგარ ანტიკვარულ გიტარაზე შავთვალება გამხდარი ბიჭი ნიჰილიზმის ფილოსოფიას სწავლობს…
იქვე მდგარ უნიტაზზე დიდი ასოებით წარწერაა:  „ძირს ღირებულებები“.

მივედი გამოთხრილ კედელთან…
კალენდარზე აპრილის ფურცელი ჩამოვხიე და მაისთან გავჩნდი…

ამწვანებულ მინდორზე პეპლებს ფრთები ეწვოდათ…
იქვე ტყის დასაწყისში ყინულის მოედანზე ღამურები წითელი ციგურებით სრიალებდნენ…

ლარა შიშველი ფეხებით მიაბიჯებდა ყინულის ზედაპირზე, შევიდა ხაკისფერ ტყეში, სადაც ხეებზე ჰელოუინის კანფეტები ეკიდა…

მომესმა კარის ჭრიალი და დაფასთან მდგარმა შიშველმა გოგონამ ნაზად გადმომხედა…

….მე მინდა იყოს პეიზაჟი.

Advertisements