ვიწრო ქუჩაზე კლოუნები ჟანგბადის მწვანე ბურთულებით თამაშობდნენ , საფირონებიც მათთან ერთად აგუგუნებდნენ ვარდისფერ ოცნებას. დედამიწა კი თავისთვის ბრუნავდა, მის გარეთ მარსი ცეცხლოვან ცრემლებს ყრიდა. ღამურები ჭრელ სკაში მიფრინავდნენ, რათა შოკოლადის ვაშლები დაემზადებინათ.

სამეფო ტახტზე მოკლეფეხება წერო იჯდა და ნისკარტს ილესავდა, შემწვარ კატას ელოდებოდა საუზმეზე….

ღამურებს გული უცემდათ, ეშინოდათ დედოფალს მათთვის ბრჭყალები არ ჩამოერთმია.

დაღამდა…

მოვიდა დედოფალი, ხელში წითლად შეღებილი მაკრატელი ეჭირა, ღამურებს ფრთები ააწევინა და ერთი ხელის მოსმით ჩამოართვა ბჭყალები. მათ თვალები გაუყვითლდათ, ფრთები დაუწვრილდათ , სიკვდილის სუნი ეცათ და იქვე გაუქვავდათ სულები…

როგორც ამ სცენის მაყურებელმა მეც მოვიჭერი ფერადი ფრთები და მივუძღვენი ღმერთს, რომელსაც ოდესღაც ხელში ვეჭირე…

Advertisements