ზღვისპირა ქალაქთან ერთი პატარა წრიული მაგიდა დგას, მაგიდას კი, ორი უსქესო კაპა მისჯდომია. აგურისფერი თავები ერთმანეთზე მიუდიათ და ვარსკვლავზე ჩამოკიდებული კატით უნდოდათ დამტკბარიყვნენ.

კატას მარცხენა თვალის ქუთუთოს ცელულიტი ჰქონდა და არც ყელზე წაჭერილი წვრილი ბაწარი ამშვენებდა.

კაპები კარამელის თუხთუხა ჩაის წრუპავდნენ და რიუნოსკე აკუტაგავას უმადლოდნენ არსებობისთვის.

წყალქვეშა სასტუმროშიც ლილისფერი წიგნების ფესტივალი მოეწყოთ. კედლებზე ლოცვათა ბგერები ჩამწკრივებული ღამურებივით დალაქულიყვნენ.

ოთკუთხედ აკვარიუმებში გამჭირვალე მედუზები ცხენებით ჯირითობდნენ და ტიბეტური ჰიმნის მეშვეობით პირიდან საპნის ბუშტებს უშვებდნენ.

ქვაფენილიანი ქუჩის ბოლოს შავ ჭიშკარზე მიბმული ძაღლი, ბუნჩულა კატასავით შოტლანდიურ ყველს მიირთმევდა და კრაისლერის ჰანგების ეპიკურ ფილოსოფიაზე ფიქრობდა…

…ეხლა კი, მე და ჯინტონიკი ლიმნის და პიტნის სურნელით წავჩუქჩუქდებით ბარტონის ზეფანტაზიურ სამყაროში.

Advertisements