– სიკვდილ-სიცოცხლის თეორემა გისწავლია ოდესმე?
– საფუძვლიანად არა…
– იცოდი თუ არა, რომ 1564 წელი სამი ოლიმპიური მოვლენის წელია. ამ წლის 15 თებერვალს დაიბადა გალილეო გალილეი. ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა მიქელანჯელო, ხოლო ხუთი კვირით გვიან დაიბადა უილიამ შექსპირი. ჯერ კიდევ ხატავს 87 წლის ტიციანი, მადრიდის საქალაქო სკოლაში სწავლობს 17 წლის სერვანტესი და ნეაპოლის დომინიკანელთა მონასტერში შედის 16 წლის ჯორდანო ბრუნო.
– ტიტანთა საუკუნე ყოფილა!
– არ ვიცი… გამართლების ამბავია?
– არა მგონია, ისინი მონოლითური სინათლის სვეტები არიან…
– საშინელებაა…
– რატომ?
– ისინი მოკვდნენ და ვეღარ ეზიარებიან ქება-გოდებას მათ მიმართ.
– ადამიანები შიშველი ქანდაკებები არიან.
– ჭრელი ჟილეტები ჩაიცვით!!!
– ტიტანი ვერ იქნები!
– ვიცი, მაგრამ „სხვა“ მაინც ხომ ვიქნები…
– სიტყვებით ვთამაშობთ, მაგრამ ვიცი, რომ იმოსები…
– ეხლა მხოლოდ ჩაი თუ დამაწყნარებდა…
– ლიმნით შეაზავე და შაქარს ნუღარ ჩაყრი.
– ვბოდავ! ნუ მისმენ!
– წავალ იისფერ კომბოსტოს დავჭრი…

……..გავიდა რამოდენიმე წუთი და მიქელანჯელო მეორედ მიიცვალა იასამნის სურნელით.

Advertisements