ერთ მიყრუებულ ადგილას იდგა ერთი პატარა სახლი,რომელიც ჩემს ოცნებებს ეკუთვნოდა,ისინი ლამაზ და ჭრელ ძაფებს გავდნენ,რომელნიც ამ პატარა სახლში დანავარდობდნენ,როგორც ღრუბლები ცისფერ ცაზე.მათ თავისი სამყარო ჰქონდათ შექმნილი,სანამ არ გამოჩნდებოდა რეალობა და არ დაანგრევდა ოცნებებს.რეალობის გამოჩენისას ჩემი ოცნებები დაიმალნენ და რეალობამ მიისაკუთრა სახლი,რომელიც ჭრელ ოცნებებს ეკუთვნოდა,რეალობამ დამისვა ათასი კითხვა:
ოდესმე გოგრძვნია თავი დაკარგულათ?
ოდესმე გიგრძვნია თითქოს გაქრობა დაიწყე და მალე გამჭირვალე გახდები?
ოდესმე გიგრძვნია თითქოს ერთადერთი ვისაც შენი ესმის შენ ხარ?
ოდესმე გიგრძვნია თითქოს სახე დაკარგე?
ოდესმე გიგრძვნია თითქოს ყველა ვისიც გჯეროდა აღარ არიან ისინი ვისიც უნდა გჯეროდეს?
ოდესმე გიგრძვნია, რომ არ იცი სად არის შენი ადგილი?
ოდესმე გიგრძვნია,რომ სიკვდილი აღარაა შენთვის ისეთი საშინელი კოშმარი როგორხ ადრე თვლიდი?
ოდესმე აღმოგიჩენია შენი თავი უცხო სამყაროში?
ამ კითხვების დასმის შემდეგ ჩამოვარდა მეტეორიტი და დაეცა ამ პატარა სახლს,გაანადგურა თითოეული ფერადი ოცნება.მორჩა აღარ აქვს სიცოცხლეს აზრი,აღარ მწამს იმის რისიც მწამდა,მე ვარ უსახო ადამიანი,რომელიც მოჩვენებასავით დადის ამ ქვეყანაზე და არავინ დარდობს მასზე.

Advertisements