თოვლიანი მთებიდან მომავალი თეთრ ბილიკზე ოცნებებს პეპლების საჭერით დავდევდი…

ჩრდილოეთ პოლუსზეც სანტა მარხილიდან ჩამოვარდნილა და ტვინის ანთება დამართვნოდა…

თეთრ ბილიკს რომ გამოვცდი, იქვე გაყინულ ტბასთან პატარა მწვანე ფოთლებით შეკრული ნავი იდგა…

ჩავჯექი ამ ნავში და გულმა ფეთქვა დამიწყო…

ნავს ხერხემალი აუკანკალდა და ყინულზე გასრიალდა…

ყინული გაიბზარა და წყალში ჩავვარდი…

თვალწინ უზარმაზარი ტყე გადამეშალა სადაც ათასი ჩანჩალისტი სექტანტის  დაელმებული თვალი მომშტერებოდა…

უცებ ვიგრძენი რომ ვსუნთქავდი და გაკვირვებისგან მარჯვენა თვალი გადმომეკარკლა…

გვერძე ზუთხმა ჩამიქროლა და მლაშე წყალი ბაგეებზე მაპკურა…

ერთერთი ჩანჩალისტი ჩემსკენ წამოვიდა და მკითხა: ოცნებებს გაგვინაწილებ?!

მე მორიდებით დავუკარი თავი…

მათ ხელი მომკიდეს და შიგნით შემიპატიჟეს…

ტყე კარამელის კანფეტებით იყო სავსე…

მე ხარბად დავეძგერე ტკბილეულს და კარიესი მოვიხმე.

ჩანჩალისტთა უხუცესი მომიახლოვდა, ლურჯი თათი თავზე დამადო და ორიოდე შოკოლადის ოცნება ამომაცალა…

უცებ დავბზრიალდი და თბილ, გაფუნფულებულ ლოგინში აღმოვჩდი…

ხელში ცხელი ჩაი მეჭირა და ნელ-ნელა ვწრუპავდი….

Advertisements