კარს ნუ კეტავ… მოდიან…
იქნებ ქარი ამოვარდეს და თათმანი წამართვას …..
თეთრები ისევ მიდიან და მე ხმა მესმის….
ხმა: გაჩერდი თორე მთა ნარინჯისფერ იხვად გადაიქცევა…
ნუ ბოდავ…
ხელები გამეყინა…
გული იისფერი საღებავით შევიღებე…
წვიმის წვეთები წკარუნობენ…
კლოუნები თამაშობენ,ზაზუნები მღერიან.. მე აივანზე ვდგავარ და ყვავილებს ვკრეფ დამტვრეული ქოთნებიდან…
სად ვარ მე?
როგორი სიზმარია?
ალბათ ბარტონისეული…
ჩაი ადუღდა…
ლიმონი ტირის და მე ტუჩებს ვილოკავ…
სათვალიანი მე მიყურებს და მეუბნება, რომ იდიოტი ვარ…
მაგრამ სადაა ჩუმი სიკვდილი?
მოიპარება და ფეხდაფეხ მომდევს სალათისფრი შლოპანცებით…

მემგონი ისევ გამექცა…

Advertisements