როცა მწვანე ჩაის ბილიკზე ვდგავარ ჩემსკენ ყოველთვის მოგორავს ფერადი ძაფის გორგალი…

ტოროლები ტკბილეულის სუფრას მიწყობენ ოაზისში, ნარინჯისფერი პალმები ფეხებში მედება, აბაზანაში თეთრი შოკოლადი თუხთუხებს, სასტუმრო ოთახში კი ვოლანდის მუსიკა ბობოქრობს. იისფერ ბალახებში სალათისფერი მტრედი ღუღუნებდა და ოქროსფრად აწიკწიკებდა კუბისტურ ტილოს. მე კი ვზივარ მეწამულ ნაკადულთან და პარაზიტებისგან ვასუფთავებ ჩემს ფერად ფრთებს…

Advertisements