მოსაწვევი მომივიდა ჯოჯოხეთიდან…

თვით მეფისტოფელი მეპატიჟებოპდა და უარი ვერ ვუთხარი… იგი მასკარადს მართავდა და მიწვეული ყავდა ყველა მაგიური თუ არამაგიური არსებები… გობლინები, დემონები, სირინოზები, ვამპირები, მაქციები, ალქაჯები, დემენტორები, ცალრქიანი ციკლოპები, ჯადოქრები და ყველაზე საზარელნი… „ადამიანები“. აქვე დანარნარებდნენ ანგელოზებიც, ვოლანდის უმშვენიერესი ასულიც აქვე ცეცხლოვან ტბასთან გალობდა, ღმერთიც მოწვეული იყო თავისი თეთრი ლაშქარით…

მეფისტოფელი სამეფო ტახტზე ამაყად იჯდა და გველის თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა…

ვოლანდი როიალს მიუჯდა და დაიწყო არაჩვეულებრიცი მუსიკის დაკვრა, დემონებმა ანგელოზები გაიწვიეს საცეკვაოდ, ცალრქიანმა ციკლოპებმა ვამპირები, მაქციებმა ალქაჯები, ხოლო ჯადოქრებმა ადამიანები… ალბათ ესენი არც წარმოგიდგენიათ ერთად ერთ მასკარადზე.

ღმერთის ვაჟმა ვოლანდის ასულს შოკოლადის პენტაგრამა უბოძა საჩუქრად, ანგელოზები დემონებს დაუახლოვდნენ… ასე შეერწყნენ თეთრნი და შავნი ერთმანეთს.

დარბაზში მუსიკა ბობოქრობდა და ამ არსებათა გულები ჰაერში ცეცხლის ენებივით სრიალებდნენ. ამ დროს მე ვიჯექი სისხლისფერ აივანზე და ვესაუბრებოდი ჯადოქარს, რომელმაც ფერადი ფრთები მაჩუქა…

Advertisements