You are currently browsing the monthly archive for September 2010.

გუშინ გავიგეთ, რომ ქუჩებში მანდარინის დინამიკები დაუყენებიათ. იძახიან გამვლელი რასაც გაიფიქრებს მანდარინები ხმამაღალი ჩურჩულით იკაკანებენო. აი მაგალითად, გუშინ ვოლტერის სულს ჩაუქროლებია სიცივისგან განარინჯისფრებულ მანდარინთან და მთელი ქუჩა გამყინავ ხმას მოუცვია: “ ბუნების კანონი გვასწავლის, რომ მოვკლათ მოყვასი ჩვენი. მთელი დედამიწის ზურგზე ხომ ყველა სწორედ ამგვარად მოქმედებს. მე იმიტომ არ ვიყენებ ადამიანის შეჭმის უფლებას, რომ სხვა გემრიელი საჭმელები მომეპოვება, თქვენ კი ეს საშუალებები არ გაგაჩნიათ.“

…ხოლო მეორე დღეს ვოლტერის თავი ქალაქის ცენტრში, პეპლებით მოხატულ ბაფთაზე ჩამოკიდეს მწერლებმა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მედიატორები არიან ღმერთსა და კაცს შორის…

მარცხენა თვალი დახუჭული მქონდა, მარჯვენათი კი წიგნს ვკითხულობდი და ვფიქრობდი ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ ამბებზე, სადაც თუ რამე გაფუჭდა, შეკეთების უსწრაფესი გზა ავტომატურად საუკეთესოდაც ითვლება.

სიტყვებს ვაწყობ, ვერ ვიაზრებ და მაინც მახსენდება სალვადორ დალის ნათქვამი, როცა შეფუთულ ყურში დინჯად ჩამჩურჩულა: „თუ შენ აღიქვავ საკუტარ ნახატს, ჯობია საერთოდ არ დახატო ისო…“

…მეღიმება, მეფიქრება და მაინც ყველაფერი მტვრიანია, ხოდა გადავწყვიტე ქუჩაში გადავბარგდე, დავხატო ორფეხები და იქიდან მხოლოდ კლოუნები ამოვარჩიო.

და ბოლოს, როცა მეკითხებიან ვინ ხარ და რამდენი ფეხი გაქვსო, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ორფეხა კლოუნი ვარ, ოფიციალურად პროფესიონალი კომიკოსი მსახიობი მქვია და ერთ-ერთ ჩემს ნომერს „ლიმონი და ცხელი ჩაი“ ეწოდება…

შედევრს ქმნიდე, გვამებს ცერზე ფირფიტები ეკიდოთ და მაინც ფეხებთან გიგორავდეს წყლით სავსე ლურჯი ბურთი, რომელსაც ტრამონტანა ცაზე მარიონეტივით ჩამოკიდებული თვითმფრინავივით არხევს…

ხოდა, პატარაობისას იმაზე საშინელი არაფერია, როცა გეუბნებიან: გამომიხვედი, რა, შენც ჭკვიანიო…



Um neue Beiträge per E-Mail zu erhalten, hier die E-Mail-Adresse eingeben.

Schließe dich 33 anderen Abonnenten an