Salvador Dalí – Hercules Lifts the Skin of the Sea and Stops Venus for an Instant from Waking Love, 1963

მოძრავი სიბრტყიდან ვგრძნობდი, რომ ჩემში ბავშვი უნდა გამეღვიძებინა, რომელსაც არც იმ წარსულში ეღვიძა, როცა ტონობით ვაშლს ვჭამდი ანთებული ღუმელის გვერდზე, რომლის „დუხოვკაშიც“ მარილიანი და ქერქიანი „კარტოშკა“ იბრაწებოდა.

დასტოპებული კადრივით მეჩვენება ყვირილი….ვარდნა….უკან მოხედვა და ჩემი იხვი ყულაბის ნისკარტი გაქუცული „პისმენი მაგიდის“ ფეხთან.

რკინის „კრაოტის“ ქვეშ მიყვარდა წოლა, როცა ღუმელზე „გარბუშკა“ იხუხებოდა. კედელზე დახეული „შპალიერი“ ეკრა და იქვე თეთრი ლამპა ეკიდა „გაიკით“, რომელიც წაუყვითლებდა.

მანდვე გახუნებული ყვითელი ფარდები ეკიდა, რომლის ქვეშაც თოვლის პაპა მანდარინებს და სათამაშოებს მიტოვებდა…

…..(ისინი ისევ კამათობდნენ, ოღონდ არაფრისგან და არავისგან არ მყოფდა ზღვარი)

ყოველგვარი შესტოპების გარეშე მახსენდება ვინი პუჰს რომ მიკითხავდა და პატარ-პატარა ლუკმებით მაჭმევდა ყველმოფხვნილ კარაქიან პურს, ლიმონჩაწურული ჩაით.

(Ya ya ya coco jamboo ya ya yea ……ya ya ya coco jamboo ya ya yea)

უაზრობაა, მაგრამ ბავშვობაში ინგალაცია რომ გამიკეთეს, თითქოს იმის სუნიც მახსოვს. მახსოვს როგორ ამაფარეს ცხვირ-პირზე გაყვითლებული აპარატი, ხელ-ფეხ, თავ-კისრის დაჭერით.

….უბრალოდ მახსოვს…ძილი…ძილი…ძილი.

მინდა ბავშვმა გაიღვიძოს და ისევ ყაროს ხურდაფულები იხვ ყულაბაში, რომლის ვარდნაც კადრებად მახსოვს…

მახსოვს მზევინარაც და პლიტის ყუთის მონიტორიც…. <3

და ბოლოს… გავიზარდეთ…
ჩვენ ზევსი გვამათრახებს…
ხანდახან პოსეიდონიც…
კრიშნა ექვსივე ხელით გვითათუნებს…

27.01.11

Advertisements