You are currently browsing the monthly archive for März 2011.
ოთახში ჭერზე თოკით ჩამოკიდებული თოჯინებით თამაშობდნენ პედანტი კლოუნები, იქვე კუთხეში კი შუბლზე დაწნული თმებით ატუზულიყვნენ მონოთეისტები, მაზოხიზმით გაჟღენთილი სექსუალობით, რომლებსაც მრავალკუთხედებად დაჭრილი პოლითეისტები ამათრახებდნენ…
აი, ასე ხდებოდა სამყაროს განაწილება საპროგრამო პლატფორმით, როცა მაღვიძარამ დარეკა და სასიამოვნოდ გამაკანკალა. არ ვიცოდი საცეცების დახმარების გარეშეც თუ ხდებოდა თვითსტიმულაცია…
ბრბოში გახვევისთანავე შევამჩნიე „უსქესო კაპების“ სქესიანი ტვინები „ონანისტური უჯრედებით“, რომელთა აპათიურ ეროგენულ ზონებს მხოლოდ ატოპიური მსოფლგაგება აღაგზნებდა, ამიტომაც გადავწყვიტე წრეწირის გულში მოვქცეოდი და „სვინგერი“ წყვილებისთვის მეყურებინა, რომელთა ტვინები ჭიპლარით იყვნენ გადაბმული „სადეფლორაციო ორგანოსთან“…
…გარშემო ვისაც კი ვუყურებ, საკუთარ თავს, მშობლებს, მეგობრებს თუ უბრალოდ ორფეხა გამვლელებს, „დაბურული ქრონოლოგიით“ მახსენდება დოსტოევსკის „ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე“ და ბოლოს ისევ კრეტინიზმთან ინტეგრირებული ადამიანი ვხდები, რომელიც მოძრავ სიცოცხლეს ჰგავს, აი ისეთს, არანაირ ინდივიდზე რომ არ არის დამოკიდებული.
ძილის დროსაც კი ხმამაღლა მინდა ვიყვირო: „Пошли все на хуй!“ და ისევ გავაუპატიურებინო დამწყვდეულ ალუზიას „გონებრივი დიფერენციაცია“, რადგან ჰიპოპოტამებმა სახეზე არ შემომაფხშვნან ეგზისტენციალიზმი, რომელიც მათ თვალში აჩქარებულ მასტურბაციას ჰგავს…
ვაშლისმჭამელი ფანტომები, არც ისე ნატურალური სიდიდის ხელებით უთათუნებენ ჩემს ტვინზე ამოზრდილ სელინჯერის „ბანანათევზის ამინდს“, რომელიც ისედაც აღმაგზნებად ორთქლდება ნიველირებული ტვინიდან…
….ისევ ჩაბნელებული დარბაზი. როიალი. ბულგაკოვის აბობოქრებული მუსიკა. გაღვიძებული ბავშვობა. სამკუთხედებად დაჭრილი რელიგიები…
„რემბრანდტზე ბევრი წიგნია დაწერილი, XVII საუკუნის უდიდესი ჰოლანდიელი მხატვრის ფატალურ ბედისწერას მსოფლიოს მრავალი მწერლის, მკვლევარისა თუ კრიტიკოსის ყურადღება მიუქცევია. ერთ-ერთი მათგანია ჰოლანდიელი მწერალი-კომუნისტი თეინ დე ფრისი (Theun de Vries). იგი გვესაუბრება რემბრანდტის ცხოვრების მეტად რთულ პერიოდზე, როცა მძიმე დარტყმისაგან განადგურებული მხატვარი მაინც თავისი ჰუმანური იდეალების, თავისი შემოქმედების უკომპრომისო ერთგული დარჩა.“
* * *
როგორც ვიცი 1650 წელი შფოთიანი და მძიმე წელი იყო ნიდერლანდებისთვის, აგრეთვე შფოთიანი და მძიმე წელი იყო რემბრანდტისთვისაც. აი ამ პერიოდში რემბრანდტში კვდებოდა „ჯადოქარი“, რომელიც ყველაფრისგან განზე გამდგარი და სევდაშემოწოლილი ფიქრობდა, რომ ამსტერდამი მისთვის მარტო რეგენტების ქალაქი, მარტო რესპუბლიკელების ქედმაღალი და ბრწყინვალე ბურჯი არ იყო. მისთვის სულ ერთი იყო, ვინ იქნებოდნენ აქ მბრძანებლები. ამსტერდამი მუდამ ამსტერდამად დარჩებოდა, თავისუფალ რესპუბლიკად რესპუბლიკაში, მხატვართა და ზოგადად ხელოვანთა უმშვენიერეს ქალაქად. რემბრანდტი მუდამ იმ აზრზე რჩებოდა, რომ ამსტერდამი თავის დიდებულებას სულაც არ უნდა უმადლოდეს მათ, ვინც მას განაგებს.
…რემბრანდტის აზრით, ყველაფერი მიუწვდომელი უბრალოდ უნდა მიიღო და მაშინ საგნები თავისთავად იძენენ რეალურობას. ის ქმნიდა სინამდვილეს-ცასა და დედამიწას.
თეინ დე ფრისი თვლის, რომ იერუსალიმი და ამსტერდამი ერთმანეთისგან არც დროითაა გამოყოფილი, არც სივრცით. პატრიარქები და საღმრთო წერილის განმმარტებლები ბეესტრაატელი და შეშის ბაზრის წვერმოშვებული ებრაელების სახით ცოცხლდებიან რემბრანდტის ტილოებზე.
რემბრანდტი ფიქრობდა, რომ სინამდვილე ყველგან და ყველაფერშია: შუქშიც და ჩრდილშიც. მას საყვედურობდნენ, რომ მის სურათებში ღამეული განათება ნამდვილს არ ჰგავდა. ის კი ყველაფერში მხოლოდ ბუნებრიობას ეძებდა. რემბრანდტი სხვების ნახატებს ისევე „მქრქალად“ აღიქვამდა, როგორც მათ „ცხოვრებისეულ ფანტაზიას“. იგი თვლიდა, რომ მარტო მასალა და მასალის ცოდნა ფერმწერს ჭეშმარიტ ოსტატათ ვერ აქცევდა. „მხოლოდ წიგნით ადამიანის სხეულის ზომებისა და პროპორციების შესწავლა საკმარისი არ არის. წიგნში ესენი განყენებული მცნებებია. ყოველი ადამიანის სხეული სრულიად ახალ და განუმეორებელ რაღაცას წარმოადგენს, ამიტომ ყოველთვის ყველაფერი ახლიდან უნდა დავიწყოთ“.
რემბრანდტი მოსწავლეებისგან საკუთარი სტილის, საკუთარი ფანტაზიის პოვნას თხოულობდა. მას არ ესმოდა, თუ რატომ კარგავდნენ ადამიანები დროს „მკვდარი თეორიის“ ქექვაში.
იგი ყურადღებას აქცევდა ყველას, ქალსაც და კაცსაც. ხედავდა როგორ იქცეოდნენ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში. მონდომებით აკვრიდებოდა, რას აკეთებდნენ მათი ხელები. მეხსიერებაში იბეჭდავდა, როგორ ტირის ხალხი სიხარულისგან ან როგორ იცინიან მაშინ, როცა ტირილი უნდათ. რემბრანდტისთვის გრძნობების ბუნებრივი დინამიკა ყველაფერს ნიშნავდა.
მას ყველაზე მეტად სიბერის ეშინოდა. სიბერე ხომ „შემოქმედების თვითმკვლელობას“ ნიშნავდა. როდესაც იგი ორმოცდაექვსი წლის გახდა მისი ნახატების სილაღე ზომიერებამ შეცვალა. მისმა შემოქმედებამ „დეფრომაცია“ განიცადა მომწიფებისკენ.
P.S რემბრანდტს პირველი ცოლი (სასკია) გარდაეცვალა, მისგან ერთი ვაჟი (ტიტუსი) დარჩა, შემდეგ დაუქორწინებლად თავის მოახლესთან (ჰენდრიკიესთან) შეეძინა ბავშვი (კორნელია), ხოდა თურმე XVII საუკუნეშიც არსებობდა ჰოლანდიაში „მმკ“ :D …
ჰენდრიკიესთან მიდიოდნენ საეკლესიო საბჭოს დესპანები. მისგან საშინელი სასჯელის მუქარით მოითხოვდნენ, რომ ცოდვიანი, უმსგავსი კავშირი გაეწყვიტა რემბრანდტთან.
„-შემირცხვენია იმათი ღვთისმოსაობა! – მრისხანებას ვერ ფარავდა რემბრანდტი.“
წიგნში დაწვრილებითაა აღწერილი ამ პერიოდის „იმპერიალისტური“ რელიგია.
„რელიგიის დესპანები“ იმით ტრაბახობდნენ, რომ ძირფესვიანად იცოდნენ ბიბლია, შეეძლოთ თვალები აღეპყროთ და რომელიც გინდა, ის ადგილი ჩამოერაკრაკებინათ. სახარების წაკითხვა კი აღარ ახსენდებოდათ. რემბრანდტი მათ ფარისევლებს ეძახდა, რადგანაც მარხულობდნენ, ლოცულობდნენ და მხოლოდ მოსაჩვენებლად ასრულებდნენ უფლის მცნებებს.
რემბრანდტი იხსენებდა: „ რამდენჯერ ვმჯდარვარ ცივ ეკლესიაში ცარიელ სკამზე შიშით აკანკალებული, რადგან ღვთის სამსჯავროთი მემუქრებოდნენ, მაგრამ ახლა ჭკუა ვისწავლე, მე მძულს ისინი. მიმიფურთხებია მათი ჩამყაყებული კანონებისათვის, მათი უბადრუკი გულმოწყალებისათვის.
რომ ვფიქრდები ვხვდები, რომ რემბრანდტმა მხოლოდ იმათი სულიერი სამყარო იცოდა, ვის სურათებსაც წერდა. როცა ვინმეს პორტრეტს ქმნიდა, თითქოს რაღაც ახალი გრძნობის ორგანო უჩნდებოდა, რომელიც ეხმარებოდა, ჩასწვდომოდა თავისი „მოდელის’ ფიქრებსა და სურვილებს, სხვების მიმართ კი ბრმა და ყრუ იყო. აი მაგალითად, თავისი პირველი შვილის, ტიტუსის მიმართ. როდესაც ტიტუსმა ბავშვურობა დაკარგა და გაიზარდა, რემბრანდტს აღარ იზიდავდა, როგორც „მოდელი“, ამიტომაც იგი ვერ ამჩნევდა შვილის ჩამუქებულ სულიერ სამყაროს.
რემბრანდტს ნათესავებიც კი სასტიკად მტრობდნენ, ამიტომაც იგი ფიქრობდა: „ფული! ფულისაგან ემსგავსება ყველა ერთმანეთს: ხელის ჭუჭყი თვალთმაქცობის შხამით წამლავს ყველას; ეს კედელი, ალმასივით მტკიცე კედელი, თვით ნათესავებსაც კი აშორებს ერთმანეთს“…
იგი თავისმა ბიძაშვილმა ვან ლუდიგმა გააკოტრა. მისმა შვილმა ვერ აიტანა მამის დამცირება. მას ყველა ერთნაირად შესძულდა, ღარიბიც და მდიდარიც. ბოლოს ამასაც კი ეკითხებოდა საკუთარ თავს: „არსებობს კი სიკეთე, სამართალი და პატიოსნება?“ და დაასკვნიდა: „ცხოვრება გამოცანაა, ეს ისეთი ბოროტი, ძლიერი ძალაა, მასთან ჭიდილი უაზრობააო“…
PP.S სიმართლე რომ ვთქვა, რემბრანდტის უბედურების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მისი ქედმაღლობა იყო, მაგრამ მას ყოველთვის ერთი რაღაც უკვირდა: „ნუთუ შეიძლება, ადამიანმა თავის სიცოცხლეში ერთზე მეტი ცხოვრება განვლოს?!…“
რემბრანდტი ბოლოს „ბებერი ჯადოქარივით“ გაგიჟდა. მისი გაორებული ცხოვრება, რომელიც კვდომა უფრო იყო, ვიდრე ცხოვრება, თანდათან უფრო მეტად უბნევდა თავგზას…
PPP.S წიგნში მხოლოდ რემბრანდტის ბიოგრაფია არაა მოთხრობილი, ბრაზილიური სერიალივით. აქ აგრეთვე ყურარება გამახვილებულია ეპოქის ღირებულებებზეც, რაც განპირობებულია ეპოქის ხასიათით.
ჰაინრიჰის სარკეში თევზები დაცურავდნენ, ის კი მშვიდად იჯდა გაზეთგადაკრულ კუნძზე და ზეთის საღებავებით წითელ ულვაშებს იხატავდა მექანიკურ სახეზე. მასში ძველი ღმერთი კვდებოდა, ბატონობას კი ღამე იწყებდა, რომლისთვისაც მთვარე სინათლის ანტიპოდი იყო.
…დარბაზში გიჟები ნოტებს კენკავდნენ, მუსიკა სუსტებოდა, ისინი კი ემოციებით ივსებოდნენ და ისევ ეგონათ, რომ მენტალური წინააღმდეგობები „ცელულიტიანი ლანდები“ იყვნენ, ორთოგრაფიში დაკარგული თითებით და ცხოვრებისეული ტავტოლოგიით.
ისინი ივსებოდნენ სიცარიელით, ბრბო კი დაკრუნჩხულ ორგანიზმში მომწყვდეულ ნიჰილიზმს უჯრედული თანამიმდევრობით ჭრიდა. გიჟები „ნიცშეაკრულები“ დადიოდნენ, მათ უყვარდათ ქრისტე, მაგრამ სძულდათ ქრისტიანობა. ისინი ცდილობდნენ თავისქალაში მომწყვდეული თაროები ქრონოლოგიური სიზუსტით დაელაგებინათ და გაერკვიათ გაორებული დამოკიდებულება რელიგიისადმი, რომელსაც ირეალური ჰუმანურობა აკლდა. ბრბო კი „უცოდველად“ დგამდა ნაბიჯს „ანტიქრისტეში“…
ჰაინრიჰს გორგოლაჭებზე სრიალი უყვარდა. სანამ გორგოლაჭებს მტვრიან ფეხებზე ჩაიცვამდა, იქამდე ბიბლიოთეკაში შეივლიდა, აირჩევდა რომელიმე გაყვითლებულ რომანს და „ლანჩების“ მაგივრად ფენდა ბზარებშეპარულ „როლიკებში“…
ვორჰოლივით თმააბურძგნულ ჰაინრიჰს თეთრ ხალათებზე ხატვა უყვარდა, ხატვის დროს კი ყოველთვის იყურებოდა თევზებიან სარკეში, ამიტომაც გადაწყვითა წვრილთვალება აკუტაგავასთვის მიებაძა. ხოდა, დაიწყო დიალოგი სარკესთან:
(ჰაინრიჰი)-ცხოვრების რომელი ნაწილი ხარ?
(სარკე)-ანუ იდიოტთა რომელ დაჯგუფებას ვეკუთვნი?
-მხოლოდ იდიოტთა?
-არა, აქ შენნაირებიც არიან…
-მე როგორიღა ვარ?
-უბრალოდ წითელი სათვალე გიკეთია…
-შეგეშალა…მე მხოლოდ წითელი ჩარჩიდან ვიყურები, მაგრამ მინა მწვანეა…
-მით უკეთესი…
-ბავშვობიდან მიკვირდა, რატომ თამაშობდა ჰიტლერი გენეტიკით…
-არ მაინტერესებს შენი ბავშვობა!
-მეტეორიტი მოგორავს…
-შეხედე, თეთრი რაშიც მეტეორიტზეა…
-თუ თეთრია, შავი მანტია რატომ აცვია ან ცელი რაღატომ უჭირავს ხელში?
-უგუნური ბავშვი ხარ…
-ჩემი ნება რომ იყოს, ჩავიღიმებდი და ჰედვიგას გიწოდებდი…
-სცენარი ფაფა ნუ გგონია!
-შენ კიდევ სიახლის ნუ გეშინია ადამიანო!
-ლილისფერო, შენი ვერცხლისფერი ბეწვი აღმაგზნებს…
-უცხო ხარ ქალაქში…
-მაგრამ მზე ჩემთანაა…
-მთვარესაც შენ გჩუქნი…
-შენ გჯერა, რომ იდიოტი ვარ! აი, იდიოტი კი დარწმუნებულია, რომ მის გარდა ყველანი იდიოტები არიან…
სახლის კუთხეში კი გვამებს ცერზე ფირფიტები ეკიდათ…
ისინი ეცეკვნენ სიკვდილს…
ჩემი ტვინის ციფერბლატის მარჯვენა მხარეს, გაყვითლებულკედლებიანი ფსიქიატრიულის ეზოში გახუნებული ნაძვი იდგა, ნაძვს მარცხნიდან სამფეხიანი მაგიდა ჰქონდა მიდგმული, მაგიდაზე კი უტოპიური „თვითნიველირება“ იდო, რომელსაც ყოველ დილით უზმოზე მიირთმევდა ჰაინრიჰი დაობებულ ყველთან ერთად.
ფსიქიატრიულის ჭიშკართან თოკი იყო გაბმული, სადაც თასმებგადაბმული ფეხსაცმელები ეკიდა. ალბათ ამიტომაც დადიოდნენ ჰაინრიჰის ტომარაშემოცმული მეგობრები ფეხშიშველები. ისინი ცაზე მიხატულ ეპოქას შესცქეროდნენ, თან ჭუჭყიან შუბლებზე გაკრული ხელით ეწერათ „გატკეპნილი წარსული“…
ტვინის უჯრედებზე ჩამოკიდებულ ნოტებს ისინი ექსტაზში ჩაეგდო, ბარბაცით დადიოდნენ და ერთხმად ჩურჩულებდნენ: <ჩვენ ხომ ღმერთი მივახატეთ ცაზე>….<ჩვენ ხომ ღმერთი მივახატეთ ცაზე>….
ჰაინრიჰის მეგობრები ხშირად თამაშობდნენ ჭაღზე ჩამოკიდებული დაწნული თოკით, შემდეგ ფითრდებოდნენ, არჩევანს კი ისევ თითქმის გასამკუთხედებულ საწოლებზე აჩერებდნენ. ჰაინრიჰი მათ საწოლებს მზისფრად ხატავდა, ზედ მართკუთხედებად დაჭრილ ორგაზმსაც აწებებდა, შემდეგ კი ისევ ამოვარდებოდა ქარი და მისი ცივი თათმანები ახლიდან ეკიდებოდნენ ცის საშოსთან, საიდანაც ყოველ ხუთ წუთში ერთხელ მელანქოლიკი კლავიშები კნაოდნენ, თითქოს იმპერიალისტური ძალაუფლება მათ სულს აუპატიურებდეს, როგორც ვერტიკალული ილუზია მოძრავ ხელოვნებას.
ბრბოდან მოსული ლუსი ყოველ კვირადღეს სტუმრობდა ჰაინრიჰს. არც დღევანდელი დღე ყოფილა გამონაკლისი. იგი დილაუთენია მიადგა ჩემი ტვინის ციფერბლატის მარჯვენა მხარეს და ჰაინრიჰის ფანჯარაზე კაკუნი დაიწყო. ჰაინრიჰი რბილი ნაბიჯებით გამოვიდა ეზოში, გამხმარ ბალახზე მთვრალი პინგვინივით დადიოდა, თვალები გადმოეკარკლა და აღგზნებული ზაზუნასავით იყურებოდა.
ლუსის წითური თმა და თეთრი კანი ჰქონდა, მაგრამ გაყინული ატამივით უსურნელო. როგორც ყოველთვის შიშველი იყო და მხოლოდ მარცხენა ფეხზე ეცვა თეთრი წინდა, ჟოლოსფერი ზოლებით.
ლუსი და ჰაინრიჰი სამფეხიან მაგიდას მიუჯდნენ, ჰაინრიჰმა მას მარცხენა მკერდზე ხელი მოკიდა, შემდეგ საათის წკარუნივით დაიწყეს „ეგზისტენციალური უკმაყოფილებით“ დასველებული დიალოგი:
(ლუსი)-რატომ ხარ თვითკმაყოფილი იდიოტი?
(ჰაინრიჰი)-არ ვიცი! ალბათ დინამიტების ბიზნესი, რომ დავიწყე?
-მეზარება ცხოვრების ჯვარზე სეირნობა…
-და ეხლა შენ ადამიანი ხარ?
-არა, მაგრამ ვიცი, რომ ვიქნები…
-როდის?
-მაშინ როცა საათი წიკწიკს შეწყვეტს და დალის ნახატებთან მხოლოდ „პეტინგი“არ მექნება საერთო…
-შენც კატა მურივით გიწერია სიკვდილი…
-თავი დამანებე!
-მართალი ხარ…სიცოცხლე ერთია, მაგრამ ცხოვრება სხვა…
-გიყურებ და ცეცხლით შემოსილი საახალწლო ნაძვისზე მგონიხარ…
-თოვლი დაგავიწყდა!..
-არ მჭირდება თეთრი თოვლი შავი ჩრდილით…
-არავინ შემოგხედავს თუ ამ ბოდვას არ გადაყრი…
-ათეისტი მამაძაღლი ხარ…
-ჭაღზე ჩამოკიდებული დაწნული თოკით გითამაშია ოდესმე?
-რომ დავბერდები ვითამაშებ ალბათ…
-სიბერემდე ჯობია…
-ჯერ მეშინია წითელი აღმაგზნები თვალების დანახვა…
-წადი მაშინ დაიძინე… უკვე დროა მოკვდე…
…ლუსი წავიდა, მაგრამ ჰაინრიჰის გონებაში ისევ მოძრაობდა ჟოლოსფერზოლებიანი წინდა, შემდეგ ობიანი ყველის ბოლო ლუკლმაც ჩაკბიჩა და ჩაეძინა. იგი მელოდიურად ხვრინავდა, თან ციფერბლატის ბლანტ სიზმრებს ხედავდა: „მარილიანი ენები და თითები ერთმანეთზე ეწებებოდათ, მაგრამ ლუდი მაინც პირდაპირ ბოთლიდან დალიეს“…