-ჟოზეფ, მე და შენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. შენ მოიკატუნებ თავს, ვითომ ქრისტიანი ხარ, მე კი ვეცდები, თავი ებრაელად გავასაღო… ეს იქნება ჩვენი საიდუმლო – ყველაზე დიდი საიდუმლო საიდუმლოთა შორის. მე და შენ მზად ვიქნებით, საკუთარი სიცოცხლეც კი შევწიროთ მის შენახვას. მეფიცები?
_ვფიცავ!
1942 წელს მშობლებს დაშორებულ შვიდი წლის ებრაელ ბიჭუნას, ჟოზეფს მოსიყვარულე და სამართლიანი ქრისტიანი მამა პონსი შეიფარებს. მამა პონსი ბელგიის პატარა სოფელ შემლეიში, „ყვითელ ვილაში“ მოღვაწეობს, თუმცა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენით როდი კმაყოფილდება. ბიბლიური ნოეს მსგავსად, ისიც იმ ყველაფრის შენარჩუნებას ცდილობს, ამ უსამართლო სამყაროში ძალადობის ნიაღვარი წალეკვით რომ ემუქრება.
აი, უბრალოდ ვერ გადმოვცემ იმ განცდას, რაც ამ წიგნის კითხვისას დამეუფლა. წიგნში საუბარია ნაცისტების მირ გადათელილ ებრაელებზე, რომლებსაც ყველაფრის მიუხედავად მორალი ისევ „აღმავალ გზაზე ეყენათ“ და სიყვარულზე მაღლა თავაზიანობას აყენებდნენ. (შეიძლება თუ არა სიყვარული ვალდებულებად მივიჩნიოთ? შეიძლება თუ არა, გულს სიყვარული ებრძანოს? არა მგონია. დიდ რაბინებს თუ დავუჯერებთ, პატივისცემა სიყვარულზე ბევრად აღმატებულია. ის მუდმივი მოვალეობაა. ეს სავსებით დასაშვებია… შეგვიძლია პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ გვიყვარს ან რომელთა მიმართ სავსებით გულგრილნი ვართ. დადგება თუ არა სიყვარულის აუცილებლობა, როცა მათ მიმართ პატივისცემით განიმსჭვალები? რთული რამაა სიყვარული: მისი პროვოცირება, რაიმე კონტროლს დაქვემდებარება ან კიდევ გახანგძლივების მცდელობა შეუძლებელია, პატივისცემისა – კი. ( ჟოზეფი))
ერიკ-ემანუელ შმიტი საუბრობს ქრისტიანული და ებრაული რელიგიების კულტზეც და დიდ ყურარღებას ამახვილებს მათ სინთეზზეც. იგი რუდუნებით ლაპარაკობს გესტაფოზე, რომელმაც რელიგიების განადგურება იუდაიზმით დაიწყო, ხოლო ბოლოსთვის ქრისტიანულ რელიგია შემოიტოვა, მაგრამ საბედნიეროდ არ აცალეს სურვილების ასრულება.
შმიტი დაწვრილებით ხსნის იმ ფაქტს, რომ ჭეშმარიტი რელიგია არ არსებობს. (_ჟოზეფი: როგორ გინდათ, საერთოდ პატივი ვცე რელიგიებს, თუ არც ერთი მათგანი ჭეშმარიტი არ არის?
_მამა პონსი: მხოლოდ ჭეშმარიტების პატივისცემა თუ გადაგიწყვეტია, გარწმუნებ, რომ შენგან ამ პატივს ძალიან ცოტა რამ დაიმსახურებს. 2X2=4 – აი, რა უნდა იყოს შენი პატივისცემის ობიექტი. გარდა ამისა, უეჭველად მოგიწევს ისეთ მყიფე და არამდგრად მცნებებთან შეხება, როგორებიცაა გრძნობები, ქცევის ნორმები, მორალური ფასეულობანი, არჩევნის პრობლემა.ეს ყველაფერი ადვილად მსხვრევადი და ცვალებადია, არაფერი მათემატიკური. პატივისცემის ღირსია არა ის, რაც უკვე დამტკიცებული და დადასტურებულია. არამედ ის, რასაც გვთავაზობენ.)
P.S ებრაელები ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, მაგრამ „ნოეს შვილის“ წაკითხვის შემდეგ უფრო დავაფასე მათი რელიგია, კულტურა და ზოგადად ამ ქვეყანაზე ცხოვრება.
8 Kommentare
Comments feed for this article
Mai 25, 2011 um 8:11 pm
Natalia
ეს ნაწარმოები რომ წავიკითხე, ჩემზეც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და პოსტიც დავწერე, იქაც ვახსენე და გავიმეორებ, რომ განსაკუთრებული მომენტი იყო ის ეპიზოდი, გერმანელი რომ შედის საშხაპეში და ებრაელი ბიჭუნების დანახვაზე ამბობს – აქ არავინაა, სხვაგან ეძებეთო. ამ მომენტზე საკმაო ხანი ვტიროდი მერე. ებრაელი ხალხის მიმართ კი მეც განსაკუთრებული გრძნობა გამიჩნდა.
კარგია რომ შენც დაწერე კლოუნ : )
Mai 25, 2011 um 8:20 pm
clown
კი, მართლა კარგი მომენტია <3
თვიტონ მამა პონსსაც როგორი ემოციები ჰქონდა…
Mai 31, 2011 um 5:17 pm
keti
ეს წიგნი წასაკითხი მაქვს. ფესტივალზე ვნახე, ვიფიქრე ვიყიდი-მეთქი, ყველაფერს როცა დავათვალიერებ, მაგრამ მერე ვეღარ დავინახე და მიმავიწყდა. სულ კარგ შთაბეჭდილებებს ვეცნობი…
Juni 1, 2011 um 11:18 am
clown
ქეთი :*, ძალიან საინტერესო წიგნია ^_^
Januar 3, 2012 um 9:03 pm
Sophroni
“ ,, . უეცრად კედლები შეინძრა და ეს რხევები მუსიკის ნიაღვრად იქცა . ორღანზე უკრავდნენ . მაღალი ბგერები საამური მოსასმენი მეჩვენა , დაბლებზე მთელი ჩემი სხეული შექანდა . სასიამოვნო და მსუყე მუსიკამ მთელი ნაგებობა მოიცვა . ერთ წამში ყველაფერი მოვიაზრე : ღმერთი აქ იყო . ის გახლდათ ყველგან – ჩვენ გარშემო , ჩვენ ზემოთაც . ღმერთი იყო სიო , რომელიც უბერავდა და მღეროდა , ჰაერი – ეკლესიის თაღებსა და გუმბათს რომ ავსებდა . სინათლე – ვიტრაჟებს რომ ფერავდა , ბრდღვიალებდა და ელვარებდა .. ნიავი – საკმევლის სურნელს რომ აფრქვევდა ! ღმერთი იყო თაფლის სანთელი , შროშანების სიტკბოება !
( ჟოზეფი )
April 5, 2013 um 12:21 pm
merab pipia
mets gansakutrebulad momtsons es natsarmoebi. mtargmneli
April 5, 2013 um 12:23 pm
merab pipia
rotsa vtargmnidi im adgils sadats bitshis deda fortepianoze ukravs da xvdeba shvils tshemtvis dzalian emotsiuri uyo da ramdenime dge ver vtargmne
Juli 12, 2013 um 8:03 am
clown
კი, ნამდვილად, ძალიან ემოციური მომენტია;
ნათარგმნიც ძალიან კარგია, ბატონო მერაბ :))