სიგარეტის სუნად აყროლებულ ოთახში მდედრებს ფეხები ფარგლისებურად გაეჩაჩხათ და გაყვითლებულ ფურცლებზე ოდეკოლონის სუნად აყროლებულ მამრებს ასოებს ძირში აჭრიდნენ, რადგან აღარ უნდოდათ ახალ თაობას „ჯოხებზე მოხტუნავე გოგო-ბიჭები“ რქმეოდათ. მეც სიგარეტს ვეწეოდი და გულში ისევ ჩამოხეულ ფარდაზე ნახმარი ბუზივით მიგდებული მეგობარი მახსენდებოდა, მუსიკას ვენებში, ფალოიმიტატორიანი მეძავივით, რომ იჩხერდა.
გუშინ მასწავლეს ტვინის თითებით სტიმულირება, მაგრამ ისევ მეძინებოდა. მინდოდა დამევიწყებინა, ბავშვობაში მამა რომ მაკლდა, რომელთან ერთადაც უბრალოდ უსაფრთხოდ გავისეირნებდი, ყოველგვარი დედააფეთქებული ფიქრის გარეშე, მაგრამ რა? რა და მამრობითი სქესი შემჯავრდა, ჩემი თავი შემზიზღდა და ზოგადად ყველა გამოლეღვებული ასოწამომხტარი მამრი ცარიელ, დამდნარი ლეშით აყროლებულ უდაბნოს მახსენებდა. მდედრები კი მეცოდებოდნენ, დილით ადრე, ბანჟგვლიან არსებებთან ერთად, რომ იღვიძებდნენ და ხელებს წამომხტარ „იარაღზე“ უთათუნებდნენ, ხოდა ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ იყო ჩემ გარშემო ყველა ქალი ლეზბიანკა.
ბავშვობაში ყოველთვის მაღიზიანებდა „ძმაკაცები“ ამაღლებული ფანტაზიით, რომ დღნავდნენ ნაცნობ გოგოებს……….. ბოლოს ფანტაზია ჩემშიც იღვიძებდა, მაგრამ მხოლოდ სარკეში ჩახედვისას ვუყვებოდი, ქრცვინისსიფათიან სქელწარბა ბავშვს, რომელიც “Haus ohne Hüter* “-ში ცხოვრობდა.
….გერმანული ენის რიტმი აღმაგზნებს… ვუსმენ ლაკრიმოსას, სულიერ ორგაზმს განვიცდი და ბავშვობაში, ჩემი სტიქაროსნობის პერიოდი მახსენდება. ეკლესიიდან, რომ მოვიდოდი, მშვიდად მეძინებოდა ხოლმე, მაგრამ არასდროს მშორდებოდა დაჩხვლეტილი ფიქრი, თითქოს შინდისფერ ანაფორაში გამოწყობილი მამაო, შუა მარხვის დროს უმ ცხვარს წაწვეტებული კბილებით გლეჯდა და მე სიბნელეში დაკარგული, ზეციდან ვუყურებდი.
ოდესმე გიგრძვნია თითქოს გაქრობა დაიწყე და მალე გამჭირვალე გახდები?
არანაირი მიზეზი არ მაქვს წავიდე, მაგრამ მინდა „ოთახი“, სადაც ბევრს მოვწევ, თავში მცოცავ სიახხლეებს შევიყვან, დავიღლები, განვითარდები და მონატრებული, 2-3 საათით დავბრუნდები „ბუხარში“. მერე წავალ და ისევ „ოთახში“ ვიცხოვრებ, „უცხობგეროვან“ საზოგადოებაში, კი არა და „ბომჟებში“…
დაბოლოს, მაგრიტის დაბოლილი ემოციებივით მახსენდება, ბავშვობაში მაცივარი რომ გავაღე, საყინულეში მთებივით ასვეტილ, ჯერ კიდევ კომუნისტურ ლოლოებს ენა, რომ დავადე და შემდეგ ახალი დაგდებული კნუტივით ავბღავდი… მერე დახმარებაც მოვიდა და ყინულებს ჩემი ენა „მშვიდი წყევლით“ ააფხიკეს…
___________________________________
Haus ohne Hüter – უკაცო სახლი (გერმ)
15.07.2011
5 Kommentare
Comments feed for this article
Juli 16, 2011 um 1:01 pm
Mallorie
კლოუნიკო, საოცარი ხარ.. სრულიად საოცარი.
:ბრავოოოოოოოოოოოოოოოო:
Juli 16, 2011 um 6:38 pm
clown
მაცომაცომაცომაცო <3 ლავ იუ <3
Juli 20, 2011 um 1:13 pm
Keti
იმდენი ემოციაა! ნამდვილი მასკარადი
მღვდელზე და ლოლოებზე – ისე დასამახსოვრებელი და დასანახი კადრებია…
მე მგონია, შენს არაფიზიკურ „ოთახში“ საინტერესო „რამეები“ ხდება და მომწონს, რომ გვიზიარებ :) :*
Juli 20, 2011 um 5:19 pm
clown
მიხარია ქეთი, რომ მოგწონს <3
მადლობა :**
September 24, 2012 um 11:54 am
ზევსის წკეპლა :დ
ამეტირა.. ))
მიხვდები ალბათ, რომელი ნაწილი მომხვდა გულზე, ნამეტნავად…
მიყვარხარ!