თავზე სკლინტი გაქვს აკრული და აზრზე არ ხარ რა დაწერო; ამასთან ერთად მარჯვენა თვალი მარცხენას გადმოკარკჯვლაში ეჯიბრება და ჰაერიც ბლანტი ხდება. დაკარგული ფარფლები რეგენერაციას განიცდიან და ისევ გგონია თითქოს ფრთები ამოგდის და მალე ნაჭუჭსაც გაარღვევ, როგორც მომავალი ქათამი.

ძუძუს თავებით გაწმენდილ ფანჯრებზე ერექცია მეწყება; წარმოვიდგენ სირინოზებს, რომლებიც ბარტონის ნახატებზე მასტურბირებენ და აპკს მაგრიტის დახატულ ტილოებზე გადაფენენ ხოლმე უსაფრთხოების მიზნით. ისინი სულაც არ არიან ბოზები!!!

არც ადამიანები ვართ სპილოგადაყლაპული გველები, უბრალოდ კანში ცოტა სადიზმი, ომბალო და რამდენიმე კრისტალი ნატრიუმის ქლორიდი გვირევია. კვარტალში ერთხელ ერთმანეთის მიხრჩობაც გვინდება – დიდი ამბავი, ვის არ გაუთავებია ოცნებებზე. (მეც არ მიკვირდა რატომ იყო ჩემი ოცნებები ასეთი ბლანტი).

ჰე, მკითხველო, ვიცი ტვინცახცახა შემეყარა, მაგრამ რა ვქნა?! – აღარ მაქვს უნარი დავცალო ეს აზელილი ემოციები; უბრალოდ მინდა ავიღო ზურგჩანთა და დავადგე ბილიკს…მწვანეს…იისფერს…პრაღისფერს…

სიცივისეკალდაყრილი ღამე.

ამ ბოლო დროს ხშირად მესიზმრება ცირკის კიბეები. ისინი არ გვანან პირველ კიბეს, არც მეორეს, მესამეს, მეოთხეს ან მეასეს; უბრალოდ დალივლივებენ სიცრცეში და პლანეტებს ბაძავენ დისპროპორციული მიხვრამოხვრით. ისინი აღნაგობითაც აცაბაცანი არიან, თან ცოტა ენაბლუები. ისე საყვარლად მებლუყუნებიან, მინდება სიგარეტის ჩაქრობის ახალი ხერხი გამოვიყენო – მათ აბურდულ თმებში სათუთად ჩავაქრო ახურებული ფილტრი.

კოპლები.

ფანჯრიდან გახედვისთანავე, როდესაც მზის უწმაწური სხივი ბულდოგივით დასიებულ სახეზე მიმედ-მომედება, მავიწყდება ბოზურად აღმაგზნები ცირკის კიბეები და თვალწინ დაკოპლილ-მიკოპლილი აივნის კიდე მიდგება, ბავშვობაში ზედ რომ შევხტებოდი და ტრუსიკრეზინობანას ვთამაშობდი. ტრუსიკრეზინობანას დროს მუტაციას განვიცდიდი, ცომად ვიქცეოდი და ოჩოფეხები მუდამ მარილზე გარბოდნენ. არა, არა, არ კვდებოდნენ, უბრალოდ გაურბოდნენ იმ ტრუსიკებს, რომლებიც თავის რეზინებს გამწარებული დედებივით მისდევდნენ.

სამოთხისკენ.

ჰა? – კვა!!!

ბუკოვსკის 2000 დოლარიანი თოჯინებიც მიისწრაფოდნენ ბოზი მისის განთიადის გამო სამოთხისკენ, მაგრამ….“არ არის გზა სამოთხოსკენ“…. (P.S ტავტოლოგიაა ყველაზე ჰაეროვანი უბედურებაა ჩვენს ცხოვრებაში – ის ხომ ერთი ციკლის ხუთიათასჯერ გამეორებაა; მეორდება უბედურებასავით, მაგრამ მილიარდჯერ უფრო ჰაეროვნად.)

ხოდა, რას ვამბობდი. მინდოდა ცოტა შეფერადებულ, ცხრაფერიან სამოთხეზეც მესაუბრა. იძახიან ის თეთრიაო, მაგრამ არ მჯერა; ან როგორ უნდა მჯეროდეს – დედამიწა მზესავით ჭრელია და სამოთხე ცხრაფერიანი მაინც არ იქნება?! – იქნება, იქნება!!! – უბრალოდ ფერები ინდივიდუალური არეკვლის მიხედვით დგინდება – ჩემთვის ყველა-ფერი უჩრდილო და ბუნებრივი ცხრაჭორფლისფერია. ვახ, დავიბენი ცოტა….

როცა ვიბნევი ემოციებს სასვენ ნიშნებს ვანდობ, მაგრამ მათი პედანტიზმი ზოგჯერ მაღიზიანებს. მელაპარაკებიან გამართულად, მაგრამ ამავე დროს ზურგზე უამავი ფერი აწევთ – შავი, ნაცრისფერი, მუქი შავი, ღია ნაცრისფერი და ასე გრძელდება გარვიანამოტრიალებულ, კი არა და, გაწოლილ უსასრულობაში.

მთვარე. გახეთქილი ბურთი. როიალი.

მე.

შენ.

და

ონკანს მოყოლებული სული.

ტარხუნა.