You are currently browsing the category archive for the ‘პოეზია’ category.

Jacek Yerka

ბავშვის ფეხებზე ამოსულა

ფრთები ღილებით,

ცვილის ფიქრებზე მიხატულა

ევა ირმებით…

ნუშის კედელზე ღამეს სძინავს

მდნარი ფიქრებით,

ის კი ოცნებობს

ხერხემალს წითელს,

ვაშლის ჭორფლებით…

პურის მარცვლებით

შეკავებული ღამე ყვავებით,

მას ისევ სძინავს

ფითრში გახვეულს,

ცვილის ჰანგებით…

ჩვენ ხომ ღმერთი მივახატეთ ცაზე,

ცის საშოსთან მეღიმება მასზე,

ჭიდან მხოლოდ ამოვიღე მთვარე,

„ვარსკვლავები უკვე ბევრჯერ ვთვალე“,

გული მხოლოდ საყრდენია მასზე,

ჩუმი ნუშით, კედელია სახლზე,

სული ისევ ღმერთის ბრბოა ხმაზე,

ჩვენ ხომ ღმერთი მივახატეთ ცაზე…

ელექტრო შოკთან
წითელი წვეთებით
მოხოხებულა ცვილის ჰანგები,
ჰანგები ტბორით,
ჰანგები შმორით,
წითელი გარნირი მტირალა ბავშვებით.
მაგრამ მზე შენია,
სხივებიც შენია,
მედუზა ჭორფლებით კი მხოლოდ ჩემია.
„რიჟა“ გოგონა
დალის ზმანებით,
წითელი ტრუსებით
და შავი ატმებით…
მე მხოლოდ ვთამაშობ,
სიტყვებით ვთამაშობ,
დედამიწაზეც ხომ ყველა თამაშობს?!

ფერადი ორგაზმი
ცეცხლთა მახეში
დაუვიწყარი სექსი წამებში…
სამი ალქაჯი
მკერდთა მახეში
შენ კი ჩემი ხარ
ყაყაჩოს ბაღებში…
ბურთი ბაგებში
საღამო ჰანგებში
მგრძნებარე ცეცხლი წითელ თვალებში…

მობზრიალე ღრუბლებში
შავი ბავშვები…
შენ კი ერთი ხარ
მონა ვარდებით…
გვამები კედლებში,
გველები ფიქრებში…
მე კი მინდიხარ,
როგორც ორაგული…
შენ კი ჩემი ხარ
ცაში ფიქრებით…

შეშლილთა კლუბში
სამი ანგელოზი,
გამოპარულა მერხთა მახიდან.
ორი გოგონა ვოლანდთან ახლოს…
მეფისტოფელი მხოლოდ შენშია…
გიტარის გრიფი
ხის აკორდებით.
შავი მანტია მხოლოდ ჩემშია.
შენ კი ერთი ხარ იის სურნელით
ნაძვის წიწვებით, ალქაჯთა მკერდით.

თეთრი ხალათი ლამაზი ღიმილით,
მწვანე კედები იის სურნელით,
წითელი თასმები ხის მელოდრამით,
ცხოვრება შენია, აკორდიც შენია,
იისფერ წვიმაში გიტარაც შენია…

გული დროსთან მიდის,
დრო კი ნელია,
ჩამოკარ სიმებზე, გულიც შენია…
სივრცე კი ჩემია შავი ნაწნავებით.

წითელი როიალი თეთრი კლავიშებით,
შავი მანტია მწვანე კედებით,
ეს უდაბნოა ცვილის ქვიშებით,
გიტარით ხელში და ჰანგებით ფეხში.

ნარინჯისფერ მთაზე ამოსულმა ვარდმა,

შემოდგომის სკამზე ნისლი გადაყარა…

კაცთა მოდგმა შთანთქა

დემონურმა ჟამმა

იისფერი წვიმის

ნისლი დამდევს სადღაც…

Um neue Beiträge per E-Mail zu erhalten, hier die E-Mail-Adresse eingeben.

Schließe dich 33 anderen Abonnenten an