You are currently browsing the tag archive for the ‘მურაკამი’ tag.
(Comfortably Numb – Pink Floyd – The Wall)
ოთახში ეპილეფსიური მუსიკა კედლებს ლორწოვანი მასასავით ეხეთქებოდა და ჩემი სხეულის მეორე სართულზე ისევ გუგუნებდა თავკომბალების ვიზუალ-არტი HOMO*-ების უკანალებზე…
პეპლები მინდორში აყუდებული სახლის კედელზე კატებივით ჟიმაობდნენ, მე კი მათ მაგივრად ვოფლიანდებოდი და ბასრი დანით ვაცალკევებდი სიამის ტყუპებივით მიკრულ სამქიმიან ორგაზმს, მასონური სიმბოლოებით…
…ბოლოს დაფლეთილ სახეზე ლოკოკინის დამარილებული საშო მოდუნებულ ეროგენულ ზონებს მდნარი ემოციებით აფხვიერებდა.
წელში მოხრილი გობლინები ფითქინა მდედრებს მკერდზე ხორკლიან ენას შეფერედებული სექსუალობით უსვამდნენ და პლუშივით ჩაფუმფულებული ყელიდან ხმის იოგების ნაფლეთებს ყრიდნენ…
აპათია ძგიდეწაგრძელებული ცხვირის ნესტოებში საცეცებს მიყოფდა და მაგრძნობინედა, რომ როგორც ცირკის ბოზი ისე ვნებდებოდი. ბოლოს ისევ გულისრევმდე მინდებოდა თანატოსთან** დაწოლა, სიჩუმის სუნად აყროლებულ სიბნელეში.
მორალური დეგრადაციაც დეფორმაციაგანცდილ რელიგიას მაგონებდა და ისევ ბავშვობის მეორადი მოგონება ამომიტივტივდა თავში, თითქოს რადიკალი ვიყავი და მურაკამივით ვერც მე ვეწყობოდი კლასიკურ ეკლესიას.
Pink Floyd-ს ვუსმენ და მეც კედელზე მიტყეპნილი გიჟივით მინდება გადავიპარსო ჩემი Bushy Brow და დავიკიდო პეროზე წამომჯდარი „ინდივიდები“, რომლებსაც ზედ სქესზე წაწვეტებულპენისიანი დემონები აუკრავთ და თავებს „ადამ-იანებს“ უწოდებენ. ხოდა, მაგათთან პარანორმალური აქტის შემდეგ, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს საფრანგეთიდან რიშელიეს მინიატურული სული ჩამოვარდნილა, ჩემთან ქვეკნელში და პირდაპირ ჩემი ტვინის მარჯვენა მხარეს შესახლებულა, ანუ თვითგაღმერთების პროცესი მეწყება და თითქოს მეშინია მეც აბჯარასხმული არ ჩამოვიდე მთვარესთან, ვოლანდის დემონებივით…
ხანდახან უნებისყოფოდ მინდება მაქს ფრიშის HOMO FABER-ში აღწერილ, სარკულ სიმეტრიაზე აგებული გონების ცარიელ უდაბნოში მოვხვდე და სისხლს მზისგან გამოწოვილი ოფლივით ვკარგავდე, ფიქრის დამტვერილი აპარატიც გათიშული მქონდეს, ჰარუკის „გამოცხვარებული“ პერსონაჟებივით.
ყოველთვის მარჯვენათვალგადმოკარკლული და გაკვირვებული ვფიქრობდი იმაზე, თუ რატომ მქონდა პორნოგრაფიული დამოკიდებულება სიკვდილთან, მაგრამ ბოლოს ვუდი ალენის ლეღვი სიკვდილი მეც მიკაკუნებდა და მახსენებდა, რომ დედამიწაზე მთელი სიცოცხლე მათემატიკური სიზუსტით აზომილ-ჩამოზომილი მკვლელობაა, ან სულაც ორნამენტებად დაჭრილი ორგაზმის დეგრადაციაა, შემოდგომის მოყვითალო ფერებით და ადამიანური ნიჰილიზმით გადამწვარი.
მიყვარს სიკვდილის კისერზე შემოსკუპებული, ჭადრაკს რომ ვთამაშობ, მაგრამ ისიც ბერდება და ბოლოს ადამიანივით უდარდელად ღიღინებს: ლა ლა ლაააა….. The slow shadow of death is falling…..ლა ლააა ლა…..
როცა ბიოლზე ვფიქრობ, ყოველთვის მელანქოლიით მთვრალი კლოუნები მახსენდება და ისე მეღიმება, თითქოს სატანა სიგარეტის კვამლს მიმსგავსებულ ღრუბლებზე ცეკვას მთხოვს და ბოლოს ისევ მახსენდება რომ, ich bin auch ein Clown und sammle Augenlicke***…
ალბათ მთელი თვეა ემოციები არ ამომილაგებია შარვლის უბიდან, კი არა და გონებიდან, ხოდა მგონია, რომ უელბეკის სექსშემოხვეული ფილოსოფია ფესვებს იდგამს საცეცებიან გონბაში, მაგრამ თვითონ მიშელი ასომოკვეთილი მოხუცი ან იმპოტენტი „ბომჟი“ მგონია, აი ისეთი, ახალგაზრდობაში ჯიბეში ნახმარ პრეზერვატივებს, რომ ინახავდა, ემოციების გასახსენებლად.
ბანჯგვლიანი ვარსკვლავები ზეცის საშოსთან ფრთამოტეხილ დემონებს ხმარობენ, ოღონდ ვერტიკალური და ოდნავ გაცვეთილ-დადორბლილი ემოციებით. მეც ისე ვარ, თითქოს ლუდს ვსვამდე, ტუჩებზე მარილს ვიყრიდე და უგემოვნოდ ვკოცნიდე ჩემ გოგოს, ჩამოხეულ ტუჩებზე, ხოდა ისევ მიკვირს, რა გვიზიდავს მამრებს ტუჩებისკენ…..ჰმმმ… ტუჩები? კი არა და ბაგეები…. ტფუი…მე „ქვედა ტუჩებს“ ვგულისხმობდი….
ხანდახან ჩემი სულის სიმყრალეს მეთვითონ ვგრძნობ და დაჭრილი, დაქუცმაცებული სურვილით ვივსები. მინდება ცოცხალი ბულგაკოვი დავიჭირო და შურით სავსემ, კბილით დავუღრღნა კომუნისტებისგან ისედაც დაღრღნილი ძვლები, რადგან მეც მინდა შევიგრძნო „მკლველი“ ექიმის შინაგანი ვოლუნტარიზმი, ლიტერატურულ-ბილოგიური შერწყმა გახრწნილ ჩვილებთან…
ისე, არ გიძნელდებათ სხვისი ცნობიერებით ცხოვრება? ხო, ხო, მიკვირს როგორ უძლებთ ზეციურ ინდივიდს, ის ხომ უკვე ცაზე მივახატეთ, „რელიგიურ-ჯვაროსნული“ სისასტიკით, ან სულაც ვერტიკალურ-ჰორიზონტალური წყვდიადით, რომლის იქითაც უკვე „მე“ დგას, აი ის „მე“, მთელი ცხოვრება საკუთარ თავს, ცნობიერების უცნობ მხარეს, რომ ეძახის…
_____________________________________________
HOMO-ადამიანი (ლათ);
თანატოსი-სიკვდილის მომავლინებელი ღმერთი;
Ich bin auch ein Clown und sammle Augenlicke-მეც კლოუნი ვარ და წუთებს ვაგროვებ (გერმ).