You are currently browsing the tag archive for the ‘რელიგია’ tag.
-ჟოზეფ, მე და შენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. შენ მოიკატუნებ თავს, ვითომ ქრისტიანი ხარ, მე კი ვეცდები, თავი ებრაელად გავასაღო… ეს იქნება ჩვენი საიდუმლო – ყველაზე დიდი საიდუმლო საიდუმლოთა შორის. მე და შენ მზად ვიქნებით, საკუთარი სიცოცხლეც კი შევწიროთ მის შენახვას. მეფიცები?
_ვფიცავ!
1942 წელს მშობლებს დაშორებულ შვიდი წლის ებრაელ ბიჭუნას, ჟოზეფს მოსიყვარულე და სამართლიანი ქრისტიანი მამა პონსი შეიფარებს. მამა პონსი ბელგიის პატარა სოფელ შემლეიში, „ყვითელ ვილაში“ მოღვაწეობს, თუმცა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენით როდი კმაყოფილდება. ბიბლიური ნოეს მსგავსად, ისიც იმ ყველაფრის შენარჩუნებას ცდილობს, ამ უსამართლო სამყაროში ძალადობის ნიაღვარი წალეკვით რომ ემუქრება.
აი, უბრალოდ ვერ გადმოვცემ იმ განცდას, რაც ამ წიგნის კითხვისას დამეუფლა. წიგნში საუბარია ნაცისტების მირ გადათელილ ებრაელებზე, რომლებსაც ყველაფრის მიუხედავად მორალი ისევ „აღმავალ გზაზე ეყენათ“ და სიყვარულზე მაღლა თავაზიანობას აყენებდნენ. (შეიძლება თუ არა სიყვარული ვალდებულებად მივიჩნიოთ? შეიძლება თუ არა, გულს სიყვარული ებრძანოს? არა მგონია. დიდ რაბინებს თუ დავუჯერებთ, პატივისცემა სიყვარულზე ბევრად აღმატებულია. ის მუდმივი მოვალეობაა. ეს სავსებით დასაშვებია… შეგვიძლია პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ გვიყვარს ან რომელთა მიმართ სავსებით გულგრილნი ვართ. დადგება თუ არა სიყვარულის აუცილებლობა, როცა მათ მიმართ პატივისცემით განიმსჭვალები? რთული რამაა სიყვარული: მისი პროვოცირება, რაიმე კონტროლს დაქვემდებარება ან კიდევ გახანგძლივების მცდელობა შეუძლებელია, პატივისცემისა – კი. ( ჟოზეფი))
ერიკ-ემანუელ შმიტი საუბრობს ქრისტიანული და ებრაული რელიგიების კულტზეც და დიდ ყურარღებას ამახვილებს მათ სინთეზზეც. იგი რუდუნებით ლაპარაკობს გესტაფოზე, რომელმაც რელიგიების განადგურება იუდაიზმით დაიწყო, ხოლო ბოლოსთვის ქრისტიანულ რელიგია შემოიტოვა, მაგრამ საბედნიეროდ არ აცალეს სურვილების ასრულება.
შმიტი დაწვრილებით ხსნის იმ ფაქტს, რომ ჭეშმარიტი რელიგია არ არსებობს. (_ჟოზეფი: როგორ გინდათ, საერთოდ პატივი ვცე რელიგიებს, თუ არც ერთი მათგანი ჭეშმარიტი არ არის?
_მამა პონსი: მხოლოდ ჭეშმარიტების პატივისცემა თუ გადაგიწყვეტია, გარწმუნებ, რომ შენგან ამ პატივს ძალიან ცოტა რამ დაიმსახურებს. 2X2=4 – აი, რა უნდა იყოს შენი პატივისცემის ობიექტი. გარდა ამისა, უეჭველად მოგიწევს ისეთ მყიფე და არამდგრად მცნებებთან შეხება, როგორებიცაა გრძნობები, ქცევის ნორმები, მორალური ფასეულობანი, არჩევნის პრობლემა.ეს ყველაფერი ადვილად მსხვრევადი და ცვალებადია, არაფერი მათემატიკური. პატივისცემის ღირსია არა ის, რაც უკვე დამტკიცებული და დადასტურებულია. არამედ ის, რასაც გვთავაზობენ.)
P.S ებრაელები ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, მაგრამ „ნოეს შვილის“ წაკითხვის შემდეგ უფრო დავაფასე მათი რელიგია, კულტურა და ზოგადად ამ ქვეყანაზე ცხოვრება.
ბნელ ოთახში სიგარეტს სიგრეტზე ეწეოდა, წიგნები აქეთ-იქით ეყარა, ყოველ კუთხეში დაცლილი ჩაის ჭიქა იდგა, ჭაღზეც ანგელოზები ჩამოკიდებულიყვნენ, დემონური ფერებით და ადუღებული ლოცვებით. ამდენი უწესრიგობა დაბნეულ სახეზეც ეტყობოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც უზარმაზარი ილუზიური წესრიგის სუნად ყარდა. მოგონებები კადრებად დაეხარისხებინა, მაგრამ იმდენად უწესრიგოდ ალაგებდა გონების თაროებს, რომ ძებნის დროს უხერხულად არეულ შიგნეულობას ვეღარ პოულობდა და ისევ საკუთარ „მეში“ შესახლებულივით გრძნობდა თავს. კითხულობდა რემარკს და ვერ გაეგო, რატომ სძულდა მას ქალები, რატომ ხარშავდა ადუღებულ სისხლში მათ ხორცს და ბოლოს ისევ ჩრდილებად მოგვივლენდა, აი ისე, თითქოს ჰაეროვან პერსპექტივას იყენებს და შიგნიდან გაცხელებს, ფილმის კადრივით სათითაოდ გშლის და მერე ისევ არეულად გაწებებს ერთმანეთზე.
ფანჯრის რაფაზე შემომჯდარიყო და საღამოს კაბებში გამოწყობილ მონაზვნებს უყურებდა, აი იმათ, საათსში ორ დოლარად, რომ აკეთებენ „კარალევსკი“ მინეტს და ბოლოს „მედიატორებისგან“ შეწყალებას და წესრიგით აყროლებულ მიტევებას ითხოვენ. თავში კადრები ნელ-ნელა ეცვლებოდა, აწმყოს გასაყარზე იდგა, თითქოს ბავშვობაში გადასასვლელ კიბეს ხატავდა იმ ჭაში, სადაც ქრისტე ცხოვრობდა, კეთილი, წვერმოშვებული ადამიანი, ჰუმანური თვალებით და “ანტიირეალური” მოგონებებით.
ბნელოდა, ოთახში საშინელი უჰაერობა იყო, ხოდა ჩაიცვა ჭუჭყიანი კედები, ჩამოფლეთილი ჯინსი, ლაქიანი მაისური და ბარბაც-ბარბაცით გავიდა ქუჩაში. ღამის ქალების/კაცების სახეებს გამჭირვალე, მძიმე სიცარიელით სავსე თვალებში ინახავდა, რადგან ადუღებულლოცვებიანი ანგელოზებისთვის ენახებინა, როგორც ფილმი, ზანტი კადრებით…
გასულ წლებს არ აღიარებდა, რაგდან აჟრიალებდა იმის გახსენებაზე, რომ თეოსოფოსივით დოგმატურ ცხოვრებას სწავლობდა და ბოლოს მაინც პედანტად რჩებოდა. ახლაც ორ ფეხზე დადიოდა, მაგრამ სჯეროდა რომ ოთხფეხა, სათვალიანი ცხოველი იყო, ვერტიკალურად „დაცურებული შიფერით“…
ვერ ვიტან ედგარ პოს, მეზიზღება მისი ლამაზი უბედურება,“ მაჟრიალებს“ მის ფერად სულიერ ტკივილზე, გული მერევა ლამაზ გვამებზე, ნაწილებად ვიშლები და ლურსმებით მევსება შეშუპებული ტვინი მის დაჩეხილ, გულუბრყვილო და საფლავის ქვით დაბეგვილ სიკვდილზე, რომელიც საზიზღარი, მაგრამ აღმაგზნები სექსუალობით მიყოფს ხელს სულის შარვალში, სადაც ეროგენული ზონები წამიერ ორგაზმს განიცდიან, ადუღებული ლოცვებით…
მიხვეულ-მოხვეულ, ვიწრო ქუჩებში მეძავები გაუპარსავ ფეხებს აღტაცებით ანახებდნენ და დაუვიწყარ „მამაქალურ“ ღამეს ჰპირდებოდნენ. ექსტაზში ისე ვარდებოდნენ, გეგონებოდა, ჭაობში ჩავარდნილ თეოლოგებს აჯავრებდნენ, ციური სიმბოლოებით.
მგონია, თითქოს ნავზე შესკუპებული, ჩრდილებით სავსე მდინარეს მივყვები. აი იმ ჩრდილებით სავსეს, წყალში ამოზრდილი, მსხვერპლშესაწირი ხეები რომ ისრუტავდნენ, რადგან ნაკუწებად ექციათ ბავშვობა, კაუჭზე ჩამოკიდებული ორი ფორთოხლის კოლაჟით.
მე არ შევქმნი სიცოხლეს, ლორწოვანი კიდურებით, ისევე როგორც ცეცხლწაკიდებული ბალახი ახდენს სულიერ ნიველირებას განადგურებულ, ჭიპლარგადაჭრილ ნაყოფზე…
[სხვა დრო, სხვა სივრცე, დრამის ხმა, გაფშეკილი ფეხები, გადმოკარკლული თვალები და ნაკურთხი სისხლი…]
ბნელოდა. ქუჩას დაბოლილივით მიუყვებოდა. ზურგჩანთა „სალმითა და შურით“ გაევსო, თითქოს იქვე ვაგზალზე, ბითუმად დაერიგებინოთ წმინდა წყლით ნაკურთხ ბოშებს, რომლებიც დიდი სიამოვნებით შეხვრეპდნენ შენ სისხლს, რომლის ფერიც დღემდე ვერ დაუდგენიათ, ვერც უფრთო ანგელოზებს ქრისტესთან და ვერც დედამიწაზე მცოცავ „მედიატორებს“, რომელთა დემონებიც ჯოჯოხეთური ხმით გალობენ. ისინი მიირთმევენ სკალპერდასმულ ფსიქიკას და ნირვანას უახლოვდებიან ანგელოზებით, რომელთა პროფილიც კარავიევ ფაგოტის წაგრძელებულ პროფილს მაგონებს…
…ცენტრალურ ქუჩაზე გასულმა, თვალები დამთხვეული მავანივით დახუჭა და გამჭირვალე გიტარაზე დაკვრა დაიწყო. უხმო მუსიკა მთელ სხეულში „ბობო-ქარივით“ უვლიდა და კიდურებს უცახცახებდა, აი ისე, როგორც ჰაერში მოქანავე ფრანის ხერხემალი ცახცახებს…
იქვე, პატარა სკვერში შევიდა, გამჭირვალე გიტარით ხელში. ღიღინებდა, მუსიკას გრძნობდა, კანკალებდა, ვერ გრძნობდა მიწას, მოძრაობას, სივრცეს, მატერიას… თვალები გაახილა თუ არა, ხის სკამზე მიწოლილი, გაყინული მოხუცის გაშეშებული, უძრავად მოღიმარი თვალები დაინახა, მიუახლოვდა და თითებით შეიგრძნო გვამის სიცივე, რომელმაც სხეულის უჯრედები ნაწილებად დაუშალა, თითქოს ლოკოკინა ყოფილიყოს და ზედ სადისტ და თითქმის თვითმკვლელ ბავშვებს მარილი მოეყარათ…
მიყვარს ბიოლის ორმაგი პოლიტიკა: რელიგია და თვითმკვლელების პოლიტიკა, რომლებიც ერთამენეთში ისე იზილება, თვალწინ ჯგუფური სექსი წარმოგიდგება, სადაც ხალხს ტრაკზე დიდი ასოებით „ნაციზმი“ აწერია. ამ წითელ წარწერას კი რეტდასხმულები ხორკლიანი ენებით დინჯად ეფერებიან…
ბნელ ოთახში დაბრუნებულმა, გარემო მოხუცის გვამში გაჯერებული სიცივით მორწყა. მიბნეულ-მობნეულ ოთახში ისეთი სუნი იდგა, თითქოს ისევ ცვლიდეს კაპიტალიზმის ბურჟუაზიულ წყობილებას კომუნიზმის ინტიმური ხლართები, დასაქმებული მონებით.
აბაზანაში შევიდა, გვამის სიცივე ტანიდან ჩამოიბანა, მაგრამ თითის ბალიშებში ისევ გრძნობდა სუსხს, ფითრი მოგონებებით…
გონებადასვენებულმა კი მოთმინებით ითამაშა, ჭაღზე ჩამოკიდებული დაწნული თოკით…
13.05.2011
ოთახში ჭერზე თოკით ჩამოკიდებული თოჯინებით თამაშობდნენ პედანტი კლოუნები, იქვე კუთხეში კი შუბლზე დაწნული თმებით ატუზულიყვნენ მონოთეისტები, მაზოხიზმით გაჟღენთილი სექსუალობით, რომლებსაც მრავალკუთხედებად დაჭრილი პოლითეისტები ამათრახებდნენ…
აი, ასე ხდებოდა სამყაროს განაწილება საპროგრამო პლატფორმით, როცა მაღვიძარამ დარეკა და სასიამოვნოდ გამაკანკალა. არ ვიცოდი საცეცების დახმარების გარეშეც თუ ხდებოდა თვითსტიმულაცია…
ბრბოში გახვევისთანავე შევამჩნიე „უსქესო კაპების“ სქესიანი ტვინები „ონანისტური უჯრედებით“, რომელთა აპათიურ ეროგენულ ზონებს მხოლოდ ატოპიური მსოფლგაგება აღაგზნებდა, ამიტომაც გადავწყვიტე წრეწირის გულში მოვქცეოდი და „სვინგერი“ წყვილებისთვის მეყურებინა, რომელთა ტვინები ჭიპლარით იყვნენ გადაბმული „სადეფლორაციო ორგანოსთან“…
…გარშემო ვისაც კი ვუყურებ, საკუთარ თავს, მშობლებს, მეგობრებს თუ უბრალოდ ორფეხა გამვლელებს, „დაბურული ქრონოლოგიით“ მახსენდება დოსტოევსკის „ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე“ და ბოლოს ისევ კრეტინიზმთან ინტეგრირებული ადამიანი ვხდები, რომელიც მოძრავ სიცოცხლეს ჰგავს, აი ისეთს, არანაირ ინდივიდზე რომ არ არის დამოკიდებული.
ძილის დროსაც კი ხმამაღლა მინდა ვიყვირო: „Пошли все на хуй!“ და ისევ გავაუპატიურებინო დამწყვდეულ ალუზიას „გონებრივი დიფერენციაცია“, რადგან ჰიპოპოტამებმა სახეზე არ შემომაფხშვნან ეგზისტენციალიზმი, რომელიც მათ თვალში აჩქარებულ მასტურბაციას ჰგავს…
ვაშლისმჭამელი ფანტომები, არც ისე ნატურალური სიდიდის ხელებით უთათუნებენ ჩემს ტვინზე ამოზრდილ სელინჯერის „ბანანათევზის ამინდს“, რომელიც ისედაც აღმაგზნებად ორთქლდება ნიველირებული ტვინიდან…
….ისევ ჩაბნელებული დარბაზი. როიალი. ბულგაკოვის აბობოქრებული მუსიკა. გაღვიძებული ბავშვობა. სამკუთხედებად დაჭრილი რელიგიები…