You are currently browsing the tag archive for the ‘წიგნი’ tag.

Eric-Emmanuel Schmitt - Das Kind von Noah

-ჟოზეფ, მე და შენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. შენ მოიკატუნებ თავს, ვითომ ქრისტიანი ხარ, მე კი ვეცდები, თავი ებრაელად გავასაღო… ეს იქნება ჩვენი საიდუმლო – ყველაზე დიდი საიდუმლო საიდუმლოთა შორის. მე და შენ მზად ვიქნებით, საკუთარი სიცოცხლეც კი შევწიროთ მის შენახვას. მეფიცები?

_ვფიცავ!

1942 წელს მშობლებს დაშორებულ შვიდი წლის ებრაელ ბიჭუნას, ჟოზეფს მოსიყვარულე და სამართლიანი ქრისტიანი მამა პონსი შეიფარებს. მამა პონსი ბელგიის პატარა სოფელ შემლეიში, „ყვითელ ვილაში“ მოღვაწეობს, თუმცა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენით როდი კმაყოფილდება. ბიბლიური ნოეს მსგავსად, ისიც იმ ყველაფრის შენარჩუნებას ცდილობს, ამ უსამართლო სამყაროში ძალადობის ნიაღვარი წალეკვით რომ ემუქრება.

აი, უბრალოდ ვერ გადმოვცემ იმ განცდას, რაც ამ წიგნის კითხვისას დამეუფლა. წიგნში საუბარია ნაცისტების მირ გადათელილ ებრაელებზე, რომლებსაც ყველაფრის მიუხედავად მორალი ისევ „აღმავალ გზაზე ეყენათ“ და სიყვარულზე მაღლა თავაზიანობას აყენებდნენ. (შეიძლება თუ არა სიყვარული ვალდებულებად მივიჩნიოთ? შეიძლება თუ არა, გულს სიყვარული ებრძანოს? არა მგონია. დიდ რაბინებს თუ დავუჯერებთ, პატივისცემა სიყვარულზე ბევრად აღმატებულია. ის მუდმივი მოვალეობაა. ეს სავსებით დასაშვებია…  შეგვიძლია პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ გვიყვარს ან რომელთა მიმართ სავსებით გულგრილნი ვართ. დადგება თუ არა სიყვარულის აუცილებლობა, როცა მათ მიმართ პატივისცემით განიმსჭვალები? რთული რამაა სიყვარული: მისი პროვოცირება, რაიმე კონტროლს დაქვემდებარება ან კიდევ გახანგძლივების მცდელობა შეუძლებელია, პატივისცემისა – კი. ( ჟოზეფი))

ერიკ-ემანუელ შმიტი საუბრობს ქრისტიანული და ებრაული რელიგიების კულტზეც და დიდ ყურარღებას ამახვილებს მათ სინთეზზეც. იგი რუდუნებით ლაპარაკობს გესტაფოზე, რომელმაც რელიგიების განადგურება იუდაიზმით დაიწყო, ხოლო ბოლოსთვის ქრისტიანულ რელიგია შემოიტოვა, მაგრამ საბედნიეროდ არ აცალეს სურვილების ასრულება.

შმიტი დაწვრილებით ხსნის იმ ფაქტს, რომ ჭეშმარიტი რელიგია არ არსებობს. (_ჟოზეფი: როგორ გინდათ, საერთოდ პატივი ვცე რელიგიებს, თუ არც ერთი მათგანი ჭეშმარიტი არ არის?

_მამა პონსი: მხოლოდ ჭეშმარიტების პატივისცემა თუ გადაგიწყვეტია, გარწმუნებ, რომ  შენგან ამ პატივს ძალიან ცოტა რამ დაიმსახურებს. 2X2=4 – აი, რა უნდა იყოს შენი პატივისცემის ობიექტი. გარდა ამისა, უეჭველად მოგიწევს  ისეთ მყიფე და არამდგრად მცნებებთან შეხება, როგორებიცაა გრძნობები, ქცევის ნორმები, მორალური ფასეულობანი, არჩევნის პრობლემა.ეს ყველაფერი ადვილად მსხვრევადი და ცვალებადია, არაფერი მათემატიკური. პატივისცემის ღირსია არა ის, რაც უკვე დამტკიცებული და დადასტურებულია. არამედ ის, რასაც გვთავაზობენ.)

 

P.S ებრაელები ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, მაგრამ „ნოეს შვილის“ წაკითხვის შემდეგ უფრო დავაფასე მათი რელიგია, კულტურა და ზოგადად ამ ქვეყანაზე ცხოვრება.

ამ ბოლო დროს დიდი სურვილი გამიჩნდა დამეწყო ბიოგრაფიული წიგნების კითხვა, ხოდა ბევრი ფიქრის შემდეგ თეინ დე ფრისის „რემბრანდტი“ ავირჩიე.
Rembrandt van Rijn

Rembrandt van Rijn

„რემბრანდტზე ბევრი წიგნია დაწერილი, XVII საუკუნის უდიდესი ჰოლანდიელი მხატვრის ფატალურ ბედისწერას მსოფლიოს მრავალი მწერლის, მკვლევარისა თუ კრიტიკოსის ყურადღება მიუქცევია. ერთ-ერთი მათგანია ჰოლანდიელი მწერალი-კომუნისტი თეინ დე ფრისი (Theun de Vries). იგი გვესაუბრება რემბრანდტის ცხოვრების მეტად რთულ პერიოდზე, როცა მძიმე დარტყმისაგან განადგურებული მხატვარი მაინც თავისი ჰუმანური იდეალების, თავისი შემოქმედების უკომპრომისო ერთგული დარჩა.“

* * *

როგორც ვიცი 1650 წელი შფოთიანი და მძიმე წელი იყო ნიდერლანდებისთვის, აგრეთვე შფოთიანი და მძიმე წელი იყო რემბრანდტისთვისაც. აი ამ პერიოდში რემბრანდტში კვდებოდა „ჯადოქარი“, რომელიც ყველაფრისგან განზე გამდგარი და სევდაშემოწოლილი ფიქრობდა, რომ ამსტერდამი მისთვის მარტო რეგენტების ქალაქი, მარტო რესპუბლიკელების ქედმაღალი და ბრწყინვალე ბურჯი არ იყო. მისთვის სულ ერთი იყო, ვინ იქნებოდნენ აქ მბრძანებლები. ამსტერდამი მუდამ ამსტერდამად დარჩებოდა, თავისუფალ რესპუბლიკად რესპუბლიკაში, მხატვართა და ზოგადად ხელოვანთა უმშვენიერეს ქალაქად. რემბრანდტი მუდამ იმ აზრზე რჩებოდა, რომ ამსტერდამი თავის დიდებულებას სულაც არ უნდა უმადლოდეს მათ, ვინც მას განაგებს.

…რემბრანდტის აზრით, ყველაფერი მიუწვდომელი უბრალოდ უნდა მიიღო და მაშინ საგნები თავისთავად იძენენ რეალურობას. ის ქმნიდა სინამდვილეს-ცასა და დედამიწას.

თეინ დე ფრისი თვლის, რომ იერუსალიმი და ამსტერდამი ერთმანეთისგან არც დროითაა გამოყოფილი, არც სივრცით. პატრიარქები და საღმრთო წერილის განმმარტებლები ბეესტრაატელი და შეშის ბაზრის წვერმოშვებული ებრაელების სახით ცოცხლდებიან რემბრანდტის ტილოებზე.

რემბრანდტი ფიქრობდა, რომ სინამდვილე ყველგან და ყველაფერშია: შუქშიც და ჩრდილშიც. მას საყვედურობდნენ, რომ მის სურათებში ღამეული განათება ნამდვილს არ ჰგავდა. ის კი ყველაფერში მხოლოდ ბუნებრიობას ეძებდა. რემბრანდტი სხვების ნახატებს ისევე „მქრქალად“ აღიქვამდა, როგორც მათ „ცხოვრებისეულ ფანტაზიას“. იგი თვლიდა, რომ მარტო მასალა და მასალის ცოდნა ფერმწერს ჭეშმარიტ ოსტატათ ვერ აქცევდა. „მხოლოდ წიგნით ადამიანის სხეულის ზომებისა და პროპორციების შესწავლა საკმარისი არ არის. წიგნში ესენი განყენებული მცნებებია. ყოველი ადამიანის სხეული სრულიად ახალ და განუმეორებელ რაღაცას წარმოადგენს, ამიტომ ყოველთვის ყველაფერი ახლიდან უნდა დავიწყოთ“.

რემბრანდტი მოსწავლეებისგან საკუთარი სტილის, საკუთარი ფანტაზიის პოვნას თხოულობდა. მას არ ესმოდა, თუ რატომ კარგავდნენ ადამიანები დროს „მკვდარი თეორიის“ ქექვაში.

იგი ყურადღებას აქცევდა ყველას, ქალსაც და კაცსაც. ხედავდა როგორ იქცეოდნენ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში. მონდომებით აკვრიდებოდა, რას აკეთებდნენ მათი ხელები. მეხსიერებაში იბეჭდავდა, როგორ ტირის ხალხი სიხარულისგან ან როგორ იცინიან მაშინ, როცა ტირილი უნდათ. რემბრანდტისთვის გრძნობების ბუნებრივი დინამიკა ყველაფერს ნიშნავდა.

მას ყველაზე მეტად სიბერის ეშინოდა. სიბერე ხომ „შემოქმედების თვითმკვლელობას“ ნიშნავდა. როდესაც იგი ორმოცდაექვსი წლის გახდა მისი ნახატების სილაღე ზომიერებამ შეცვალა. მისმა შემოქმედებამ „დეფრომაცია“ განიცადა მომწიფებისკენ.

P.S რემბრანდტს პირველი ცოლი (სასკია) გარდაეცვალა, მისგან ერთი ვაჟი (ტიტუსი) დარჩა, შემდეგ დაუქორწინებლად თავის მოახლესთან (ჰენდრიკიესთან) შეეძინა ბავშვი (კორნელია), ხოდა თურმე XVII საუკუნეშიც არსებობდა ჰოლანდიაში „მმკ“ :D …

ჰენდრიკიესთან მიდიოდნენ საეკლესიო საბჭოს დესპანები. მისგან საშინელი სასჯელის მუქარით მოითხოვდნენ, რომ ცოდვიანი, უმსგავსი კავშირი გაეწყვიტა რემბრანდტთან.

„-შემირცხვენია იმათი ღვთისმოსაობა! – მრისხანებას ვერ ფარავდა რემბრანდტი.“

წიგნში დაწვრილებითაა აღწერილი ამ პერიოდის „იმპერიალისტური“ რელიგია.

„რელიგიის დესპანები“ იმით ტრაბახობდნენ, რომ ძირფესვიანად იცოდნენ ბიბლია, შეეძლოთ თვალები აღეპყროთ და რომელიც გინდა, ის ადგილი ჩამოერაკრაკებინათ. სახარების წაკითხვა კი აღარ ახსენდებოდათ. რემბრანდტი მათ ფარისევლებს ეძახდა, რადგანაც მარხულობდნენ, ლოცულობდნენ და მხოლოდ მოსაჩვენებლად ასრულებდნენ უფლის მცნებებს.

რემბრანდტი იხსენებდა: „ რამდენჯერ ვმჯდარვარ ცივ ეკლესიაში ცარიელ სკამზე შიშით აკანკალებული, რადგან ღვთის სამსჯავროთი მემუქრებოდნენ, მაგრამ ახლა ჭკუა ვისწავლე, მე მძულს ისინი. მიმიფურთხებია მათი ჩამყაყებული კანონებისათვის, მათი უბადრუკი გულმოწყალებისათვის.

რომ ვფიქრდები ვხვდები, რომ რემბრანდტმა მხოლოდ იმათი სულიერი სამყარო იცოდა, ვის სურათებსაც წერდა. როცა ვინმეს პორტრეტს ქმნიდა, თითქოს რაღაც ახალი გრძნობის ორგანო უჩნდებოდა, რომელიც ეხმარებოდა, ჩასწვდომოდა თავისი „მოდელის’ ფიქრებსა და სურვილებს, სხვების მიმართ კი ბრმა და ყრუ იყო. აი მაგალითად, თავისი პირველი შვილის, ტიტუსის მიმართ. როდესაც ტიტუსმა ბავშვურობა დაკარგა და გაიზარდა, რემბრანდტს აღარ იზიდავდა, როგორც „მოდელი“, ამიტომაც იგი ვერ ამჩნევდა შვილის ჩამუქებულ სულიერ სამყაროს.

რემბრანდტს ნათესავებიც კი სასტიკად მტრობდნენ, ამიტომაც იგი ფიქრობდა: „ფული! ფულისაგან ემსგავსება ყველა ერთმანეთს: ხელის ჭუჭყი თვალთმაქცობის შხამით წამლავს ყველას; ეს კედელი, ალმასივით მტკიცე კედელი, თვით ნათესავებსაც კი აშორებს ერთმანეთს“…

იგი თავისმა ბიძაშვილმა ვან ლუდიგმა გააკოტრა. მისმა შვილმა ვერ აიტანა მამის დამცირება. მას ყველა ერთნაირად შესძულდა, ღარიბიც და მდიდარიც. ბოლოს ამასაც კი ეკითხებოდა საკუთარ თავს: „არსებობს კი სიკეთე, სამართალი და პატიოსნება?“ და დაასკვნიდა: „ცხოვრება გამოცანაა, ეს ისეთი ბოროტი, ძლიერი ძალაა, მასთან ჭიდილი უაზრობააო“…

PP.S  სიმართლე რომ ვთქვა, რემბრანდტის უბედურების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მისი ქედმაღლობა იყო, მაგრამ მას ყოველთვის ერთი რაღაც უკვირდა: „ნუთუ შეიძლება, ადამიანმა თავის სიცოცხლეში ერთზე მეტი ცხოვრება განვლოს?!…“

რემბრანდტი ბოლოს „ბებერი ჯადოქარივით“ გაგიჟდა. მისი გაორებული ცხოვრება, რომელიც კვდომა უფრო იყო, ვიდრე ცხოვრება, თანდათან უფრო მეტად უბნევდა თავგზას…

PPP.S წიგნში მხოლოდ რემბრანდტის ბიოგრაფია არაა მოთხრობილი, ბრაზილიური სერიალივით. აქ აგრეთვე ყურარება გამახვილებულია ეპოქის ღირებულებებზეც, რაც განპირობებულია ეპოქის ხასიათით.

„ბატონი ჰანედა ბატონი ომოჩის უფროსი იყო; ბატონი ომოჩი – ბატონი საიტოსი; ბატონი საიტო – ქალბატონი მორისა; ქალბატონი მორი კი – ჩემი. მე თვითონ არავის უფროსი არ ვყოფილვარ.“

ასე იწყება ამელი ნოტომის რომანი „კრძალვითა და ცახცახით“, რომლისთვისაც ავტორმა 1999 წელს საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემია დაიმსახურა.

როგორც წინა პოსტში ვახსენე ამელი ნოტომის მამა ბელგიელი იყო. ამ რომანის მთავარი გმირიც ბელგიელი ქალი ამელია, რომელიც იაპონიის ერთ-ერთ უდიდეს კომპანიაში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დაიწყებს თავისი თავგადასავლის თხრობას.

ჩემი აზრით წიგნი ნაგავქვეშ მოყოლილი გონებრივი ორიენტირების შესახებაა. მთავარ გმირს „აღარაფერი გაეგებოდა“, იგი ფიქრობდა, რომ არავის უნდოდა ადამიანი თავისი ღირსებით და გამუდმებით ეკითხებოდა თავის ცნობიერს/არაცნობიერს: „განა შეიძლება, ჯოჯოხეთს ღმერთი მართავდეს?“

ამელი გვეუბნება, რომ არსებობის ინტიმური და უმნიშვნელო მხარეც კი აკრძალვებს ექვემდებარება და დროა, დავფიქრდეთ იმ აკრძალვათა ყოვლისმომცველობაზე, მთელ ცხოვრებას რომ ასე მკაცრად გვისაზღვრავს.

ავტორი აგრეთვე საუბრობს იაპონურ კულტურაზე, შეხედულებებზე, მორალზე, ეთიკაზე და იძახის, რომ უცხოელთაგან ვისაც კი სურვილი გასჩენია, იაპონიას შესისხლხორცებოდა, თავისი ღირსების საქმედ უქცევია იმპერიის წეს-ჩვეულებათა დაცვა.

ტექსტი ალბათ იერარქიული კიბის პრინციპზეა აგებული და მისი უმეტესი ნაწილი მაინც მიგვანიშნებს „შეუბღალავ სახელზე“, რომელიც არაფერს მოგვიტანს იმის გარდა, რომ შეუბღალავი სახელი გვექნება, რაც სიამაყით ვერ აგვავსებს, მით უმეტეს – სიამით.

პირადად მე, ამ წიგნში დავინახე უღიმღამო მოვალეობათა უსასრულო რიგი, მაგრამ დასასრული სასტიკად მესიამოვნა…

რა ხდება, როცა სულის უფსკლულის სარკეში ჩახედვისას უეცრად ცნობიერების უცნობ მხარეს აღმოაჩენთ? შეგვძულდება თუ არა თავი?

1967 წელს დაიბადა იაპონიაში, ბელგიელი დიპლომატის ოჯახში. რამოდენიმე წელი გაატარა ჩინეთში და აზიის სხვა ქვეყნებში.

გამოქვეყნებული აქვს თოთხმეტი რომანი. 1999 წელს მიიღო საფრანგეთის აკადემიის გრან-პრი.

1995 წელს გამოცემული რომანისთვის „კატილინას წინააღმდეგ“ მას მიანიჭეს ჟან ჟიონოს ჟიურის და რამოდენიმე სხვა პრემია.

„კატილინას წინააღმდეგ“ არის თეატრალური მინი-პიესა, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ორი, სამი, ოთხი პერსონაჟი. კითხვისას ჩემნაირი ჩამოუყალიბებელი ადამიანი ნისლში გახვეულივით ხვდება, როგორ ემატება მის მექანიკურ ბილბორდს „არამირაჟული ფრაზები“. მაგალითად, როგორიცაა „ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს!..“

ამელი გვესაუბრება ცნობიერის და არაცნობიერის გაუცხოებაზე, ანუ რა საფრთხე ჩნდება, როდესაც უცნობის ცხოვრებით ვცხოვრობთ?! იგი მიგვანიშნებს იმაზეც, რომ ყველაფრის გააზრების სურვილი სოციალური თვითმკვლელობის ტოლფასია.

ის დეტალურად აყალიბებს „ცარიელი“ ადამიანის პრობლემებს და მის მიერ გავრცელებულ, სხვა ადამიანებზე შემოხვეულ დუმილს. ყოველგვარი გადახვევის გარეშე გვეუბნება, რომ სიცარიელეს შემაძრწუნებელი შესაძლებლობები გააჩნია და დაუნდობელი კანონები მართავს.

პირადად მე ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩვენ არ ვირჩევთ საკუთარ თავს და მემგონი ამელიც გავიცანი. მას იშვიათი უნარი გააჩნია – იხუმროს ყველაფერზე და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე.

…ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა,
გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა.

”ძალიან ხნიერი როკ-ენ-როლისთვის, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა სიკვდილისთვის”, – ბრიტანულ საკულტო როკ-ჯგუფ ”ჯეთრო ტალის” ეს ცნობილი გამონათქვამი კარგად მოირგო ამერიკელმა საკულტო მწერალმა კენ კიზიმ, როცა საკუთარი თავი დაახასიათა, როგორც ”ძალიან ახალგაზრდა ბიტნიკობისთვის, მაგრამ ძალიან ხნიერი- ჰიპობისთვის”.

კენ კიზი 50-იანი და 60-იანი წლების შუაში მოხვდა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, თავისი ცხოვრების წესითა და შემოქმედებით მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა იმ პერიოდის ამერიკის კონტრკულტურაზე. ჟურნალისტიკისა და ლიტერატურის საუნივერსიტეტო კურსები, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობა და  ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე ჰალუცინოგენების ზემოქმედების შემსწავლელ ექსპერიმენტებში მოხალისედ მონაწილეობა საკმარისი გამოსგა, რომ 1962 წელს მას შეექმნა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რომანი ”…გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა”.

რომანს მომენტალური წარმატება ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ მისი სასცენო ვერსია ბროდვეიზე დაიდგა. 1975 წელს მილოშ ფორმანმა რომანის მიხედვით ფილმი გადაიღო. ფილმმა, რომელმაც კინემატოგრაფის ისტორიაში უიშვიათეს წარმატებას მიაღწია, მიიღო 5 მთავარი ”ოსკარი” – საუკეთესო ფილმის, რეჟისურის, მსახიობი ქალის, მამაკაცის და სცენარისათვის, – და კიდევ უფრო გაზარდა წიგნის პოპულარობა.

ტოტალიტარულ სისტემაში თავისუფლებისთვის ბრძოლის თემა მიუღებელი იყო საბჭოთა იდეოლოგიისთვის და ჩვენში ეს ნაწარმოები აკრძალეს. თუმცა ვიდეოტექნიკის განვითარებასთან ერთად 80-იან წლებში ”გუგული” პროტესტისა და დაუმორჩილებლობის არაოფიციალურ, ერთადერთ და უპირობო გამოხატულებად იქცა.

”…გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდას” შემდეგ კენ კიზიმ სხვა ნაწარმოებიც გამოაქვეყნა, მაგრამ, ეს რომანი რომ არა, ჯეკ კერუაკი არ იტყოდა მის შესახებ, ამერიკას უდიდესი ახალი რომანისტი მოევლინაო.

/ბიძინა მაყაშვილი/

ამ წიგნში ცნობილი ინგლისელი ზოოლოგი და მწერალი ჯერალდ დარელი იხსენებს თავის ბავშვობას, იმ დროს, როდესაც იგი თავის ოჯახთან ერთად საბერძნეთის კუნძულ კორფუზე ცხოვრობდა, სადაც პირველად იგრძნო გარესამყაროს სილამაზე და გაუჩნდა სურვილი მისი შესწავლისა. დიდი სიყვარულით აღწერს იგი ნადირ-ფრინველს, მწერებს, ქვეწარმავლებს და ამფიბიებს, რომლებსაც სახლში ეზიდებოდა და ჩვილი ბავშვივით უვლიდა. აკვირდებოდა მათ და დასკვნებს თავის საბუნებისმეტყველო დღიურში იწერდა.

ამ წიგნში მას აგრეთვე აღწერილი აქვს მწერების ბრძოლები, სადაც დეტალურად გადმოგვცემს მათ ემოციებს, შეგრძნებებს და ღიმილსაც კი. მემგონი საკმაოდ სახალისო წიგნია.

ახალგაზრდა კაცი, ანტუანი, დარწმუნებულია , რომ ავადაა და მისი ავადმყოფობის მიზეზი ჭკუაა, მაგრამ ამის გამო არავინ აღიარებს ავადმყოფად და არავინ თანაუგრძნობს, არადა ანტუანი იტანჯება და ამ ტანჯვას რომ ბოლო მოუღოს, რას აღარ ცდის: ალკოჰოლიკად გადაქცევას, თავის მოკვლას … ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდება და იწყება იდიოტად გადაქცევის საინტერესო ექსპერიმენტი.

წიგნში საუბარია ადამიანის შინაგან ინტეგრაციაზე, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ინტელექტი და ჭკუა რადიკალურად განსხვავებული ცნებებია.

საკაცობრიო საკლასიპიკაციო კრიტერიუმების ძებნისას ანტუანმა უნივერსალური სკალა შექმნა, სადაც სიმდიდრის ინდიკატორად წინდა აირჩია. გამოყო ადამიანთა სამი კატეგორია: პირველი, ყველაზე ღარიბები-ისინი, ვისაც წინდები არა აქვთ; მეორე, საშუალოდ ღარიბები- ისინი, ვისაც წინდები გამოხვრეტილი აქვთ და მესამე კატეგორია, მდიდრები- მათ წინდებს ნახვრეტები არ აქვთ.

„მისტერიები“ დიდი ნორვეგიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის კნუტ ჰამსუნის (ნამდვილი გვარი პედერსენი) შემოქმედებაში გამორჩეული ნაწარმოებია. იმისდა მიუხედავად, რომ ეს წიგნი შედარებით ადრე – 1892 წელს გამოვიდა, მასში ღრმად აისახა ამ დიდი ნორვეგიელის რთული მწერლური სამყარო, ის ეჭვები და წინააღმდეგობანი მთელ მის ხანგრძლივ სიცოცხლეს (1859-1952) რომ სდევდა.

Um neue Beiträge per E-Mail zu erhalten, hier die E-Mail-Adresse eingeben.

Schließe dich 33 anderen Abonnenten an