ადამიანი, ეს არის კლასობრივად ჩამოუყალიბებელი ორგანიზმი.
მე ვარ ადამიანი, მაგრამ ვერ ვახდენ საკუთარი ცნობიერის სისტემატიზაციას – ფაქტების, მოვლენების ეტაპებად დაყოფას. მე ვცხოვრობ, ვაგროვებ წამებს, წუთებს, საათებსა და არ ვიცი რა არის ცხოვრების ძირითადი ასპექტი – მე უბრალოდ ვცხოვრობ, როგორც ორფეხა ან სულაც ცალფეხა ორგანიზმი, შეიძლება ითქვას, მარიონეტიც კი.
მე არ ვიცი რას ნიშნავს „ახლოს“, უბრალოდ უჯრედი, როგორც ერთ-ერთი სასიცოცხლო დონე მაძლევს საშუალებას ვლპებოდე, თითქოს მკვდარი გვირილა ვიყო. ემბრიოლოგიური ნიჰილიზმი უფლებამოსილს მხდის ვთქვა „არარა“ ყველაფერზე, რაც თავს მახვევია, ან სულაც ფეხს.
ჩემში ისევ ცოცხლობს კომუნიზმი – ხრწნადი და მაინც გაუხრწნადი ორგანიზმი; ის არ მაძლევს უფლებას დავამსხვრიო უაზრო კლიშეები და კომუნისტური ვენტილატორები, რომლებიც ამელისა არ იყოს, ტვინს გვიტრიალებენ, თითქოს „პლასტმასის ბოსტნეული“ ნეირონებს ცხოველურად, სექსუალურადაც კი ღრღნიდეს.
სოციალურ ორგიაში ჩაშვება ყოველთვის სიცოცხლის ეპილოგად მიმაჩნდა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ეს პროლოგია იმ გარდატეხისა, რომელსაც სიდამპლეშეპარული ტვინი არასდროს ასრულებს.
ცხოვრებაც ჰიპოთეზაა და სულაც არ ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი თავისებურებაა ობიექტების გასარჩევად – ახლა თუ ვცოცხლობ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვსუნთქავ; სუნთქვით ჩემი მეზობელი ვირთაგვაც კი სუნთქავს.
„განა კიდევ არსებობენ ისეთი მიამიტები, ვისაც თეორიები სარწმუნო ჰგონია? თეორიები მხოლოდ ფილისტერების გასაღიზიანებლად, ესთეტების საცდუნებლად და სხვათა გასაცინებლად გამოდგება“ – წერს დიდი ამელი და ძალიანაც ცდება, იმის მიუხედავად, რომ ვგიჟდები მასზე; მისი გახსენება ჩემში ერექციასაც კი იწვევს, მაგრამ ეს „სექსსინდრომი“ მაშინვე კვდება, როცა თეორიების ურწმუნოებაზე საუბრობს, რადგან მეც თეორია ვარ – ჩამოუყალიბებელი და ურწმუნო ღლაპი, რომელსაც „მე“ პენისი ჰგონია. და ასეცაა; სულაც არ არის ეს თეორია; ეს პრაქტიკაა!!!
მკითხველო, აბა კარგად დაფიქრდი და მიხვდები, რომ მიუხვედრელი ხარ. მე ვარ ეგოისტი. რატომ? – იმიტომ, რომ „ადამიანიდან“ პირდაპირ, „დაუნდობლად“ გადავედი „მეზე“ და ამ უკანასკნელ სიტყვას, როგორც ბოზი „ფულს“ ისე ვაბრუნებ და ვატრიალებ, თითქოს ფეხის თითზე ჩამოკიდებული ძაფი იყოს, ხუთი სამოთხის სუფიქსით; თუ ძალიან გინდა პრეფიქსითაც კი.
შენი არ იყოს, მეც დავიბენ-ავიბენი. ახალი ტერმინიც კი გამოვიგონე – „ტვინდეფეკაცია“, რაც ყურებიდან ან სულაც ცხვირიდან ხდება. გარეთ გამოედინება ყველაფერი არასწორი და არამდგრადი. ( P.S არასწორი არ ნიშნავს არამდგრადს).
ღამდება და იღლიაში კენჭივით მხვდება დაქსაქსული მთვარე.
5 Kommentare
Comments feed for this article
September 25, 2012 um 6:32 am
ზევსის წკეპლა :დ
ვაი გიო ვიო.. ))
კრიშნამ უნდა გაგტყიპოს და ზევსმა ელვა გტყორცნოს რა..
მიყვარხარ!
September 25, 2012 um 10:37 am
clown
<3 პინგვინ
September 29, 2012 um 9:20 pm
Salome Kanario Ust
momnatrebixar… rogorc „chveni gza da bilikebi“ : ))) <3
Oktober 6, 2012 um 3:39 pm
Nanako Ust
შენებური…
და ზედმეტად კარგი ^^
<3
უჰ, მოგვენატრე!
November 20, 2012 um 6:15 pm
BlaBlaBla
რავიცი აბა მაინცდამაინც არ გეთანხმები,მგონი კრეატიულობისა და არაორდინალურობის მცდელობა უფრო ვულგარულობაში გადაიზარდა და ლექსიკური მარაგის გამომჟღავნებას უფრო ისახავდა მიზნად ვიდრე აზრის დალაგებულად გადმოცემას,რაც მართლა ვეცადე რომ დამენახა მაგრამ მისი არარსებობის გამო ვერ შევძელი ::დდდ მომაბეზრებელი კრიტიკაო იფიქრებ,მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია,:დდდ ასე რომ,თუ შენი აზრით, გასათვალისწინებელი არაა დაიკიდე :დდ